2 ბილეთი ნიცაში (21) - 11 იანვარს 2012 - Блог - all about celebrities

შაბათი, 25.03.2017, 18:27

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2012 » იანვარი » 11 » 2 ბილეთი ნიცაში (21)
21:22
2 ბილეთი ნიცაში (21)

სკამზე ჩამოვჯექი რომ არ წავქცეულიყავი..

კონვერტში ორი ბილეთი იდო.. :

\” საფრანგეთი, ნიცა \”

სუნთქვა შემეკრა…
და თავბრუ დამეხვა..

ბილეთებიდან პატარა წერილი გადმოვარდა..

\” რადგან ამ წერილს კითხულობ , ალბათ უკვე გაიღვიძე…..
იმედია, კარგად გეძინა…..
მე თვალი არ მომიხუჭავს.. საშინლად ვიფრინე, სულ მეგონა, თვითმფრინავი ჩამოვარდებოდა.. : )
Dდიდი მადლობა გუშინდელი ღამისთვის , ძალიან კარგი დრო გავატარე..

პატარა საჩუქარი გაგიკეთე, მგონი, გაგიხარდება..
და იმედია, არ გამიბრაზდები, -
შენი მარტო ნიცაში გაშვება ძალიან გამიჭირდა, ამიტომ
ორი ბილეთი გიყიდე,
რა იცი, რა ხდება

ლიმნისფერი ვნახე, მაგრამ მგონი საღამოს კაბა უფროა , ვიდრე სარაფანი, იმედია , მოგეწონება..
ქვემოთ დაგიტოვე, ადმინისტრაციაში.. : )

რაც შეეხება 3-4 მილიონს, ცოტა დრო მქონდა და გამიჭირდა ფულის ჩემოდნებში ჩალაგება, მაგრამ ეგეც იქნება.. : )…

გიტოვებ ჩვენს ფოტოს..
მრცხვენია, ისეთი მთვრალი ვარ,
მაპატიე, გთხოვ : )
მაგრამ შენ ისეთი ლამაზი ხარ,, ჩემი სიმთვრალე მავიწყდება.. 
მინდა გითხრა, რომ უკვე ძალიან მენატრები და
გუშინ..
ნომერთან
რომ მიგაცილე ,
ძლივს შევიკავე თავი, რომ არ მეკოცნა.. 
ეს ისე ,
მაინც,
რომ იცოდე ..

ეხლა წავედი, მძღოლი მელოდება უკვე ნახევარი საათია…..
მანდ არ ვარ, მაგრამ იცოდე, რომ სულ, სულ, სულ შენზე ვფიქრობ..
და მინდა გითხრა, რომ იმაზე ბევრად ლამაზი აღმოჩნდი,
ვიდრე ქორწილიდან მახსოვდა.. :)

გკოცნი ბევრს,
ძიმკა \”გრუზინსკი\” : )

 

კატეგორია: სხვადასხვა : ) | ნანახია: 406 | დაამატა: Lady_Gaga_N1_Fun | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]