ადრიანა ლიმა საზოგადოების წინაშე 2 მლნ დოლარიანი ბიუსტჰალტერით წარსდგა - 22 ოქტომბერში 2010 - all about celebrities

ორშაბათი, 20.02.2017, 09:18

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 22 » ადრიანა ლიმა საზოგადოების წინაშე 2 მლნ დოლარიანი ბიუსტჰალტერით წარსდგა
22:08
ადრიანა ლიმა საზოგადოების წინაშე 2 მლნ დოლარიანი ბიუსტჰალტერით წარსდგა

სუპერმოდელმა ადრიანა ლიმამ, Victoria's Secret-ის საიუველირო შედევრი წარმოადგინა. იგი საზოგადოების წინაშე 2 მილიონი დოლარის ღიურებულების ბიუსტჰალტერით გამოჩნდა.
ლიმა უკვე დეკრეტული შვებულებიდან გამოვიდა და სამუშაოს დაუბრუნდა. მოდელმა Victoria's Secret-ის საიუველირო შედევრი, 2 მილიონ დოლარიანი ბიუსტჰალტერი წარმოადგინა.

ადრიანა ლიმა ბრილიანტებით მორთულ ბიუსტჰალტერში დაცვის თანხლებით ნიუ-იორკის Victoria's Secret-ის ერთ-ერთი მაღაზიიდან გამოვიდა. ბიუსტჰალტერი - "Bombshell Fantasy Bra" სამი ათასი ძვირფასი ქვითაა მორთული. მას ბრილიანტის, საფირონის და ტოპაზის ქვები ამშვენებს.

ბიუსტჰალტერის დასამზადებლად 6 იუველირი დაახლოებით 1500 საათის განმავლობაში მუშაობდა. ადრიანა ძვირფასი ქვების ფერებში გამოეწყო და ცისფერი ატლასის გახსნილი კაბა ჩაიცვა. 30 ნოემბერს, Victoria's Secret-ის ტრადიციულ გალა შოუზე ადრიანა ლიმა ბრილიანტებიან ბიუსტჰალტერს კიდევ ერთხელ მოირგებს.

ძვირად ღირებული ბიუსტჰალტერების შექმნის იდეა კომპანიის მმართველებს რამდენიმე წლის წინ მოუვიდათ. ყველაზე ძვირი ბიუსტჰალტერი რაც კი Victoria's Secret-ს აქამდე გამოუშვია, 12.5 მილიონი ღირს.


კატეგორია: ჭორები | ნანახია: 145 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]