ანდერსონს სხეულის ვეგეტარიანული მიზნებისთვის გამოყენება აუკრძალეს - 19 ოქტომბერში 2010 - all about celebrities

ორშაბათი, 27.02.2017, 09:39

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 19 » ანდერსონს სხეულის ვეგეტარიანული მიზნებისთვის გამოყენება აუკრძალეს
16:43
ანდერსონს სხეულის ვეგეტარიანული მიზნებისთვის გამოყენება აუკრძალეს

სარეკლმაო პოსტერზე, რომელიც ცხოველთა დამცველმა ორგანიზაცია PETA-მ შექმნა, ანდერსონი ნაწილებად იყო დაყოფილი და სხეულის თითოეულ მონაკვეთზე ინგლისურ ენაზე ეწერა: "ბარკალი", "ნეკნები" და ა.შ.

რეკლამის სლოგანი იყო - "ცხოველებსაც სხეულის ასეთივე ნაწილები აქვთ". PETA იმედოვნებდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პოსტერს მხარს დაუჭერდნენ. პოსტერის გამოფენას PETA მონრეალის ცენტრში, ჟაკ კარტიეს მოედანზე აპირებდა, თუმცა უარი მიიღო.

ხელისუფლებამ რეკლამა აკრძალა, რადგანაც ის "ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორუფლებიანობის პრინციპს" ეწინააღმდეგება. თუმცა თავად პამელამ განაცხადა, რომ კანადისგან ამგვარ "პურიტანიზმს" არ ელოდა.

"ძალიან ვწუხვარ, რომ პროგრესულობით ცნობილ ქალაქში ქალს საკუთარი სხეულის გამოყენებას კეთილი მიზნებისთვის უკრძალავენ, ჩვენ ხომ ამგვარად ქათმებისა და ძროხების ტანჯვის გაპროტესტება გვსურდა", - განაცხადა მოდელმა.

PETA-ს ვიცე-პრეზიდენტმა დენ მეთიუსმა აღნიშნა, რომ ქალაქის ხელისუფლებას "სექსუალურისა" და "სექსისტურის" მნიშვნელობები ერთმანეთში აერია.


კატეგორია: ჭორები | ნანახია: 127 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]