სამშაბათი, 16.04.2024, 11:56

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 19 » ანჯელინა ჯოლიმ ქათმების მოშენება დაიწყო
16:45
ანჯელინა ჯოლიმ ქათმების მოშენება დაიწყო

ჰოლივუდის ვარსკვლავს ახალი ჰობი აქვს - მან ქათმების მოშენება დაიწყო. რა გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობის ამ გატაცების მიზეზი?.. თურმე ნუ იტყვით, ანჯელინას სურს, რომ მისმა მეუღლემ და მრავალრიცხოვანმა შვილებმა მხოლოდ ნატურალური პროდუქტები მიირთვან! ამჟამად ბრედ პიტი და 6 ბავშვი დილაობით მხოლოდ ახალდადებული კვერცხისგან მომზადებულ ერბოკვერცხს მიირთმევენ. ბრედი ენჯის ყველა წამოწყებას მხარს უჭერს, ამიტომ შინაური ფრინველის მოშენების იდეასაც სიხარულით შეხვდა.

მკითხველს ალბათ ახსოვს, რომ ჯოლი-პიტის ოჯახში 6 ბავშვი - 3 ნაშვილები და 3 ღვიძლი შვილი იზრდება. ამ ცოტა ხნის წინ ანჯელინა ეკვადორში, კოლუმბიელ ლტოლვილთა სოფელს ეწვია. მსახიობის საქველმოქმედო მოგზაურობის მიზანი - მსოფლიო საზოგადოების სამსჯავროზე იმ გაჭირვებისა და პრობლემების გამოტანაა, რომელსაც ქალები და ბავშვები აწყდებიან.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 874 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 1
1 Smileyz_xato  
0
dzlivs ar ipova tavisi namdvili saqme smile smile smile biggrin biggrin biggrin

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]