სამშაბათი, 21.11.2017, 18:24

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 18 » ანჯელინა ჯოლის საკუთარ ქალიშვილთან კონკურენცია აფრთხობს
23:15
ანჯელინა ჯოლის საკუთარ ქალიშვილთან კონკურენცია აფრთხობს

ანჯელინა ჯოლის საკუთარი ქალიშვილის შურს. მისი 4 წლის ქალიშვილი, მომხიბვლელი შაილო ყოველთვის ბიჭივით გამოიყურება. ოჯახის მეგობრები დღემდე ამბობდნენ, რომ გოგონას კაბების ჩაცმა არ უყვარს. თუმცა რამდენიმე დღის წინ ვარსკვლავის ფსიქოლოგმა ლილიან გლასმა ჟურნალ "National Enquirer"-ს განუცხადა, რომ მსახიობი შვილს ბიჭივით თავად აცმევს, რადგან კონკურენციის შიშით არის შეპყრობილი.

"ვფიქრობ, ენჯის ქვეცნობიერად საკუთარი მომხიბვლელი ქალიშვილის შურს, თან ისე ძლიერად, რომ ბავშვს ბიჭის ვარცხნილობას უკეთებს და ბიჭის ტანისამოსს აცმევს. ბოლო დროს გამოქვეყნებულ ფოტოებზე შაილოს ძმების მსგავსად აცვია. ანჯელინა მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალია და მას პირველობის შენარჩუნება საკუთარ ოჯახშიც სურს”, - მიიჩნევს ექიმი გლასი.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შაილო თავისებური ბავშვია და დედა მას ძალას არაფერში ატანს.

"ბავშვებმა საწინააღმდეგო სქესი უნდა შეისწავლონ, ეს მათთვის ნორმალურია, - მიიჩნევს ფსიქოლოგი ჯონათან ალპერტი, - მაგრამ თუ მშობლები განზრახ ცდილობენ, ტრადიციული კულტურული ნორმები შეცვალონ, ეს უკვე სულ სხვა საქმეა".

მსგავსი რამ თავის დროზე თავად ანჯელინა ჯოლის ოჯახშიც მოხდა. ენჯის ბუნებრივი თმის ფერი ქერაა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჯოლის მამამ ოჯახი მიატოვა, დედამისმა მედელინმა ქალიშვილს თმა შეუღება - ენჯი მაშინ 4 წლის იყო. ანჯელინას თქმით, თმას ის დღემდე მუქ ფერად იღებავს.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 974 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]