ოთხშაბათი, 17.04.2024, 02:38

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » ივლისი » 26 » Anne Hathaway
11:28
Anne Hathaway

ენ ჟაკლინ ხეტეუეი დაიბადა 12 ნოემბერს 1982 წელს ბრუკლინში, ნიუ–იორკი. ჯერარდ ხეტეუეი, ენის მამა, ადვოკატი იყო, დედა კი – ქეით მაკკალეი – მსახიობი. ენის ბავშვობამ ნიუ–ჯერსის შტატში ჩაიარა – ის დიდი სიამოვნებით თამაშობდა თავის ორ ძმასთან ერთად: მათი თამაშები, რაც მართალია, ხშირად სრუდებოდა ჭრილობებით და მოტეხილობებით, მაგრამ მათ არასოდეს დაუკარგავთ სულიერი სიძიერე. საინტერესოა, რომ ბავშვობიდანვე ენის ცხოვრება ინგლისს უკავშორდებოდა, და საქმე მარტო იმაშია არაა, რომ მისი წინაპრები ინგლისელები და ირლანდიელები იყვნენ – განსაკუთრებულად ახლოა მისი კავშირი ინგლისურ ლიტერატურასთან. დავიწყოთ იქიდან, რომ ენნ ჰეტევეი უილიამ შექსპირის ცოლის სახელია!
დედის მაგალითით შთაგონებული და, შესაძლებელია, თავისი ცნობილი სეხნიის, ენიმ ჯერ კიდევ ბავშვობაში გადაწყვიტა, რომ ხელოვნების ადამიანი გახდებოდა. გოგონა ძალიან დაინტერესებული იყო თეატრით. ის კარგად მღეროდა: ბუნებით დადგმული სოპრანო. ბუნებრივი მიზანსწრაფულობა, რომელიც სამსახიობო ნიჭთან იყო შერწყმული – ყველაფერი იმის შესახებ ლაპარაკობდა, რომ თეატრალურს სცენას სიხარულით უნდა მიეღო ახალგაზრდა დებიუტანტი და ასეც მოახდა. ენი მიიღეს თეატრალურ ჯგუფში,სადაც მან წარმატებულად დაიწყო თავისი ბავშვური როლების შესრულება. და კვლავ ინგლისურ ლიტერატურასთან შეხვედრა: ენი თამაშბს მუსიკალურ სპექტაკლში 'ჯეინ ეირი' ,რომელიც შარლოტა ბრონტეს ცნობილი წიგნის მიხედვით იყო დადგმული.
მშობლებმა არ დართეს ენს ნება თავი მთლიანად მიეძღვნა სამსახიობო კარიერას და სწავლა დაევიწყებინა. ენს არ გაუწევია წინააღმდეგონა მშობლების ნებისთვის და სკოლა დაამთავრა. მას სურდა კარიერის გაგრძელება ბროდვეიზე, თუმცა თეატრალური პროდიუსერები მას ძალაინ მაღალ გოგონად თვლიდნენ იმისათვის რომ ბავშვების როლები შეესრულებინა და ამავე დროს მისი გარეგნობა არ აძლევდა საშუალებას უფროსების როლი ეთამაშა. ამ ფაკტმა ენს დიდად არ გაუცრუა გული – ის აგრძელებდა მონაწილეობას სკოლის სპექტაკლებში და მღეროდა. 1998 წელს ის სკოლის გუნდის შემადგენლობაში გამოვიდა კარნეგი ჰოლში. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის რამოდენიმე დღის შემდეგ მან სინჯები გაიარა ტელევიზიაზე და ის დაამტკიცეს ერთერთ როლზე ტელესერიალში «Get real». სერიალმა ეთერში დიდ ხანს არ იარსება, მაგრამ ახალგაზრდა მსახიობმა მოასწრო მაყურებლების სიყვარულის მოპოვება, მისმა თამაშმა კი კრიტიკოსების საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა.
ტელესერიალში მონაწილეობის დახმარებით ენ ჰეტევეი კინემატოგრაფიის რეალობაში მოხვდა. მან მთავარ როლი მიიღო სურათში 'The Princess Diaries'. მისი გმირი, მორიდებული სკოლის მოსწავლე მია ტერმოპოლისი, დედასთან ერთად ცხოვრობს სან–ფრანცისკოში. მოულოდნელად ის გაიგებს იმის შესახებ , რომ მამის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც მას არასოდეს უნახავს, მას მოუწევს ტახტის მემკვიდრე გახდეს პატარა ევროპულ ქვეყანაში ჯენოვიაში. ამ ფილმის გადასაღები მოედანი ახალგაზრდა მსახიობისთვის თავისებურ სკოლად იქცა: ჯული ენდრიუსთან – გამოცდილ მსახიობთან მუშაობამ ბევრი რამ ასწავლა ახალბედას; სურათის რეჟისორი გარი მარშალი იყო – ცნობილი ფილმების ავტორი – 'ადამიანი ბორტის მიღმა', 'ლამაზმანები' და 'გაქცეული პატარძალი'. მარშალმა თავის ინტერვიუში ილაპარაკა ენ ჰეტუვეის შესახებ: 'ენ ჰეტევეის ტალანტს მრავალი მხარე გააჩნია – ეს ჯულია როერთსის, ოდრი ხეპბერნის და ჯუდი გარლენდის შეხამებაა'.
როდესაც 2001 წელს ფილმი ეკრანებზე გამოვიდა, ენმა მოხიბლა არა მარტო ჯენოვიის მაცხოვრებლები, არამაედ მილიონობით მაყურებლები.
ჰეტუვეის ოფიციალურ ფილმოგრაფიაში ფილმი 'ქარიშხალის თვალი' 'პრინცესას დღიურების' შემდეგ წერია. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სინჯების შემდეგ მიას როლზე მარშალის სურათში, ენი გაემგზავრა ახალ ზელანდიაში 'ქარიშხალის თვალის' გადასაღებად. მანდ მან მოყვა იმის შესახებ, რომ წარმატებულად გაიარა სინჯები. პროდიუსერებმა გადაწყვიტეს ეკრანებზე მია ტერმოპოლისის ისტორია 'დღიურების' შემდეგ გაუშვან და ასეც გააკეთეს. ახლა სათავგადასავლო დრამაში თამაშობდა არა უბრალოდ ნიჭიერი მსახიობი, არამედ უკვე ახალგაზრდა ვარსკვლავი.
ენიმ გადაწყვიტა განათლების გაგრძელება და ჩააბარა კოლეჯში 'ვასარ', სადაც სერიოზულად დაკავდა ინგლისური ლიტერატურის შესწავლით.
2002 წელს მსახიობმა გაახმოვანა ანიმაციურ ფილმში 'კატის დაბრუნება' ერთერთი როლი.
თავის შემდეგ ფილმში ენ ხეტევეი დაუბრუნდება კომედიურ ზღაპარს. 'მოჯადოევებული ელას' სიუჟეტის მიხედვით ჰეტევეის გმირი დამორჩილების უნარითაა დაჯილდოვებული და უსიტყვოდ ასრულებს ნებიდმიერი ადამიანის ბრძანებას – ის მთელი ძალეით ებრძვის ამ ჯადოქრობას და ბოლოს და ბოლოს უამრავი თავგადასავლების შემდეგ ბედნიერებას იპოვის.

კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1057 | დაამატა: Lady_Gaga_N1_Fun
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]