შაბათი, 19.08.2017, 02:45

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » აგვისტო » 19 » 'ბინდის' დამასრულებელ ნაწილს რეჟისორი გაუჩნდა
15:48
'ბინდის' დამასრულებელ ნაწილს რეჟისორი გაუჩნდა

ვამპირული საგის პროდიუსერებმა ბოლოს და ბოლოს ამოარჩიეს რეჟისორის კანდიდატურა დამასრულებელი ნაწილისთვის, გვაცნობებს Variety. რეჟისორის სავარძელი შესთავაზეს ბილ კონდონს, რომელმაც გადაიღო 'ოცნების გოგონები' ბეიონსეს და ჯენიფერ ხადსონის მონაწილეობით. მოსალოდნელია, რომ სულ მოკლე ხანებში კონდონი სტეფანი მაიერის მეოთხე წიგნს გადაიტანს ეკრანებზე სათაურით 'ბინდი. საგა. ალიონი'. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფილმი, რომელსაც რომანის ბოლო ნაწილის მიხედვით გადაიღებენ, ორ ნაწილად გაიყოფა. კონტრაქტს რეჟისორთან უახლოეს დროში მოაწერენ. დამასრულებელი ნაწილის გადაღებები 2010 წლის შემოდგომას დაიწყება. მსახიობებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ სურათის წინა ნაწილებში უკვე დათანხმდნენ მონაწილეობაზე.

კატეგორია: twilight | ნანახია: 194 | დაამატა: Lady_Gaga_N1_Fun
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]