ბიონსე ფეხმძიმედ არ ყოფილა - 22 ოქტომბერში 2010 - all about celebrities

ოთხშაბათი, 29.03.2017, 10:22

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 22 » ბიონსე ფეხმძიმედ არ ყოფილა
22:52
ბიონსე ფეხმძიმედ არ ყოფილა

რამდენიმე დღის წინ პრესაში ახალი ამბავი გავრცელდა, თითქოს მომღერალი ბიონსე ფეხმძიმედ ყოფილიყოს.

ჟურნალი "Us Weekly" მომღერლის მეგობრებზე დაყრდნობით წერდა, რომ ბიონსე ფეხმძიმედ იყო. როცა მომღერალმა საკუთარი ფეხმძიმობის შესახებ გაიგო, შოკში ჩავარდა. როგორც მისი მეგობრები აცხადებდნენ, მიუხედავად ბავშვებისადმი ბიონსეს სიყვარულისა, მომღერალი დედობისთვის მზად არ არის.

თუმცა, მალევე გაირკვა, რომ "Us Weekly"-ს ჟურნალისტები აჩქარდნენ და ინფორმაცია მომღერლის ფეხმძიმობის შესახებ ტყუილი აღმოჩნდა.

ბიონსეს დედამ, ერთ-ერთ ტელეშოუში ქალიშვილის ფეხმძიმობა უარყო. "ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მე დიდი მოთმინებით ველი, როდის გავხდები ბებია, მაგრამ ყველა ჭორს რომ დავუჯეროთ, უკვე 5-6 შვილიშვილი უნდა მყავდეს", - განაცხადა მომღერლის დედამ.

ის, რომ მომღერალი ფეხმძიმედ არ არის, ამას რამდენიმე დღის წინ პაპარაცების მიერ გადაღებული ფოტოებიც ადასტურებს. ბიონსე ფოტოებზე მეუღლე Jay-Z-სთან ერთადაა. ვარსკვლავი კვლავინდებურად კარგ ფორმაშია და მის ფეხმძიმობაზე არაფერი მიანიშნებს.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 409 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]