პარასკევი, 19.04.2024, 19:51

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » თებერვალი » 3 » ბიონსეს ახალი გამოწვევები
15:42
ბიონსეს ახალი გამოწვევები

ბიონსეს კიდევ ერთი კინოროლი ელის. ის კლინტ ისტვუდის ფილმში, ”ვარსკვლავის დაბადება”, მთავარ როლზეა დამტკიცებული.

ლეგენდარული ჰოლივუდელი რეჟისორი და მსახიობი ფილმს 1976 წელს გადაღებული კინოსურათის მიხედვით იღებს. ის, თავის მხრივ, 1954 წელს გადაღებულის რიმეიკია. 1954 წელს შექმნილი ფილმი კი 1937 წლის ნამუშევრის მიხედვით გადაიღეს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ბიონსე რიგით მეოთხე მსახიობია, რომელიც ამ ფილმში ითამაშებს მთავარ როლს. ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, მის ადგილს 1937 წელს ჯანეტ გეინორი შემდეგ კი ჯუდი გარლანდი და ბარბრა სტრეიზანდი იკავებდნენ.

ესაა ფილმი გოგონაზე, რომელსაც პოპულარობის მიღწევაში უკვე გამოცდილი ვარსკვლავი ეხმარება. ორიგინალურ სურათში მას მსახიობობა სურდა, რიმეიქებში კი მთავარი გმირის მიზანი მომღერლობაა.

”ვარსკვლავის დაბადების” გამოსვლა 2012 წელს იგეგმება.
ეს ბიონსეს პირველი კონონამუშევარი სულაც არ არის - ”ვარდისფერი პანტერა”, ”ოსტინ პაუერსი:გოლდმემბერი” და ”ოცნების გოგონები” სწორედ მისი მონაწილეობით გამოსული კინოსურათებია. ვნახოთ, გაამართლებს თუ არა ფერხორციანი მომღერალი ისტვუდის იმედებს.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 1015 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]