შაბათი, 18.11.2017, 05:28

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ბრიტნი სპირსის მეშვიდე ალბომი გამოვიდა
20:19
ბრიტნი სპირსის მეშვიდე ალბომი გამოვიდა


ბრიტნი სპირსის სიმღერაზე "Hold it against me" გადაღებული ვიდეო ნამდვილ სენსაციად იქცა. 3 დღის განმავლობაში ის 100 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.

ბოლო დროს ბრიტნი სპირსი ერთგული ფანების გარდა, ყველას მიავიწყდა. იმისთვის, რომ ბრიტნი საზოგადოებისთვის შეეხსენებინათ, თაყვანისმცემლებმა საკმაოდ ორიგინალურ მეთოდს მიმართეს. მათ ბრიტნის ჰიტზე "Hold it against me" კლიპი გადაიღეს. ვიდეორგოლში ფანებს სხეული ვერცხლისფრად აქვთ შეღებილი და აუზის გარშემო ცეკვავენ.

თავად ბრიტნის კლიპმა ფანების ამ ნამუშევარზე ერთი კვირით დაიგვიანა. რაც შეეხება მომღერლის ახალ ალბომს, სახელწოდებით - "Femme Fatale", მის შეძენას მსურველები 15 მარტიდან შეძლებენ. ეს ბრიტნი სპირსის მეშვიდე ალბომი იქნება.

"2 წელი ვიმუშავე ამ ალბომზე. მასში მთელი სული და გული ჩავაქსოვე", - ამბობს 29 წლის ვარსკვლავი.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

კატეგორია: სხვა | ნანახია: 426 | დაამატა: marika_:):):)
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]