ხუთშაბათი, 23.11.2017, 12:18

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » სექტემბერი » 27 » britney spears-ს ძალადობაში ადანაშაულებენ
22:07
britney spears-ს ძალადობაში ადანაშაულებენ

ცნობილი ამერიკელი პოპ-მომღერლის britney spears-ის ყოფილი პირადი მცველი ვარსკვლავს სექსუალურ ძალადობასა და "მორალური ზიანის მიყენებაში" ამხელს და სასამართლოში უჩივის. ფერნანდო ფლორესი, რომელიც პოპულარული მომღერლის დაცვის სამსახურში 2010 წლის თებერვლიდან ჩადგა, კომპენსაციას ითხოვს, რომლის მოცულობა გასაიდუმლოებულია.

ლოს ანჯელესის სასამართლოში სარჩელზე განაცხადი განსახილველად ოთხშაბათს შევიდა. ფლორესი ამტკიცებს, რომ 28 წლის სპირსი მას სექსუალურ თამაშებში ჩართვას აიძულებდა. მცველის თქმით, პოპვარსკვლავმა მას არაერთხელ უხმო თავისთან ინტიმურ გარემოში და თითქმის შიშველი მის თვალწინ "სექსუალურ სცენებს" მართავდა.

გარდა ამისა, ფლორესის განცხადებით, ბრიტნი ბავშვების თვალწინ საყვარელთან სკანდალებს მართავს და უხამსად იქცევა. ბრიტნისგან ჩაგრული მცველი საკუთარ ”დაცვის ფირმასაც” უჩივის, რომელიც თურმე კლიენტთან დაკავშირებით მის ყველა საჩივარს უყურადღებოდ ტოვებდა.

მომღერლის ადვოკატს პირადი მცველის სარჩელზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 696 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]