კვირა, 23.04.2017, 08:29

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » დემი მურის ქალიშვილი "საძაგელი იხვის ჭუკიდან" მოდელად გარდაიქმნა
20:25
დემი მურის ქალიშვილი "საძაგელი იხვის ჭუკიდან" მოდელად გარდაიქმნა

დემი მურისა და ბრუს უილისის ქალიშვილი რუმერი, ბრენდ Badgley Mischka-ს სახე გახდა. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში მოდურ ტანისამოსში გამოწყობილი რუმერის ფოტოები გავრცელდა.

მალიბუს პლაჟზე გადაღებულ ფოტოებზე რუმერი ნამდვილ ფოტომოდელს ჰგავს. ცუდი გარეგნული მონაცემების გამო რუმერს შოუ-ბიზნესში წარმატებას არ უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა შეუხედავი გოგონა დღეს ძალიან შეიცვალა.

აღსანიშნავია, რომ რუმერამდე ბრენდი ევა ლონგორიასთან, კერი ანდერვუდთან და დებ ოლსენებთან თანამშრომლობდა.

"პლაჟზე ამ ულამაზეს კაბებში პოზირება შესანიშნავი იყო. თავს პრინცესად აღვიქვამდი", - აცხადებს დამწყები მოდელი.

დიზაინერები მარკ ბედგლი და ჯეიმს მიშკა რუმერით აღფრთოვანებულნი არიან: "რუმერი ამ სეზონის მუზაა. ის ძალიან ცოცხალი, ახალგაზრდა და თანამედროვეა - ჩვენი საგაზაფხულო კოლექციისთვის ზუსტად ეს შტრიხებია დამახასიათებელი".

ამბობენ, რომ რუმერის გარდასახვაში მამაკაცის ”ხელი ურევია”. დემი მურის ქალიშვილი არც ისე დიდი ხანია მსახიობ ზაკ ეფრონს ხვდება.

მომზადებულია for-ua.com-ის მიხედვით.
 

კატეგორია: სხვა | ნანახია: 171 | დაამატა: marika_:):):)
სულ კომენტარები: 1
1  
zac efrons? omg ai egre unda vanessas biggrin biggrin biggrin lana gagijdeba biggrin biggrin biggrin yvela "maradiuli" wyvili dsaishala ra ubedurebaa biggrin biggrin biggrin

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]