კვირა, 23.04.2017, 08:28

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » იანვარი » 5 » დევიდ ბექჰემი დიზაინერობას აპირებს
17:13
დევიდ ბექჰემი დიზაინერობას აპირებს

როგორც ამბობენ, დევიდ ბექჰემი მეუღლის მსგავსად დიზაინერობით დაკავდება. თუმცა საკუთარი ბრენდის სახელით ის არა კოსტიუმებს და არც სპორტულ სამოსს, არამედ საცვლებს შეკერავს. დევიდს ასისტენტობას სტელა მაკარტნის მეუღლე ალასდერ უილისი გაუწევს, რომლებსაც "ფეშენ-წყვილად" გადაქცევა აქვთ განზრახული.
დევიდი დიდი ხნის განმავლობაში თვალს ადევნებდა ვიქტორიას, რომელიც კოლექციების შექმნაზე ზრუნავდა, რის გამოც საკუთარი ბრენდის შექმნა გადაწყვიტა.
სხვათაშორის ვიქტორია ბექჰემის დიზაინერული კაბები ბექჰემების "ზედმეტი" შემოსავალი როდია. ცოლ-ქმარი სუნამოების საკუთარ ხაზსაც აწარმოებს. ამასთან შუათანა ვაჟი რომეო საბავშვო სათვალეების კოლექციის გამოშვებას გეგმავს.
სავარაუდოდ საკუთარი დიზაინერული საცვლების კოლექციას დევიდი თავად გაუწევს რეკლამირებას.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 133 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]