შაბათი, 18.11.2017, 05:32

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 2 » ELLE-მ ჰოლივუდის ლამაზმანები დააჯილდოვა
19:47
ELLE-მ ჰოლივუდის ლამაზმანები დააჯილდოვა

ბევერლი ჰილზის სასტუმრო The Four Season-ში ჟურნალ elle-ს რიგით მე-17 ყოველწლიური ცერემონია Elle Women In Hollywood Tribute ჩატარდა. ჯილდოების გარეშე არ დარჩენილან დიანა კრუგერი, ჰილარი სუონკი, გვინეტ პელტროუ, კეიტ ჰადსონი და სოფია კოპოლა.
ცერემონია სპეციალურად დაამთხვიეს Elle-ს ნოემბრის ნომერს, სამი სხვა და სხვა ყდით, რომლებზეც წარმოდგენილნი არიან კეიტ ჰადსონი, გვინეტ პელტროუ და ჰილარი სუონკი. რედაქციამ ნოემბრის ნომერი მთლიანად ჰოლივუდის ქალღმერთებს მიუძღვნა, რომელთა ფასიც კინოს ინდუსტრიის განვითარებაში ფასდაუდებელია. ზემოთ ჩამოთვლილი მსახიობების გარდა ჟურნალში წარმოდგენილია სოფია კოპოლა, ჯოდი ფოსტერი, კერი ვაშინგტონი, დაიან კიტონი და დიანა კრუგერი.
ცერემონიას ყველა ეს ულამაზესი და ნიჭიერი ქალბატონი ესწრებოდა, რომელთაც კინოინდუსტრიაში ფასდაუდებელი ღვაწლისთვის სტატუეტების სახით "ნივთმტკიცებულებებიც" მიიღეს. რაც შეეხება კოლეგა-მამაკაცებს ჯეიკ გილენჰოლი, ჰარისონ ფორდი და კვენტინ ტარანტინო საღამოს ამაღელვებელი და იუმორით აღსავსე სიტყვებით უძღვებოდნენ. მართლაც და რა იქნებოდა ჰოლივუდი ქალბატონების გარეშე?












კატეგორია: ჭორები | ნანახია: 218 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]