ოთხშაბათი, 26.07.2017, 11:28

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 24 » ელტონ ჯონი და ლედი გაგა მულტფილმ "გნომეო და ჯულიეტაში" იმღერებენ
17:25
ელტონ ჯონი და ლედი გაგა მულტფილმ "გნომეო და ჯულიეტაში" იმღერებენ

ელტონ ჯონი და ლედი გაგა დისნეის ახალი 3D მულტფილმის "გნომეო და ჯულიეტასთვის" სიმღერას ჩაწერენ. ამის შესახებ Entertainment Weekly იუწყება. კომპოზიციას "Hello, Hello" ქვია და მულტფილმის ერთი სცენისთვის სპეციალურად დაიწერა: ამ სცენაში მთავარი გმირები ერთმანეთს პირველად ხვდებიან.
ახალი მულტფილმის სიუჟეტი უილიამ შექსპირის კლასიკური ნაწარმოების სახეშეცვლილი ვარიანტია. მოვლენების ცენტრში გნომეოსა და ჯულიეტას სიყვარულია. ისინი ქონდრისკაცების მოსისხლე ოჯახებიდან არიან.
სურათში პერსონაჟებს ჯეისონ სტეტჰემი, ემილი ბლანტი, ჯეიმს მაკევოი და მაიკლ კეინი ახმოვანებენ. მულტფილმის რეჟისორი შრეკი 2-ის შემქმნელი კელი ესბერია. ელტონ ჯონი და მისი მეუღლე დევიდ ფერნიში პროექტის პროდიუსერები არიან. სურათის გამოსვლა 2011 წლის თებერვალში იგეგმება.
ეს ლედი გაგას და ელტონ ჯონის პირველი ერთობლივი ნამუშევარი არ არის. ისინი 2010 წლის იანვარში, გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე ერთად გამოვიდნენ.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 339 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]