პარასკევი, 29.03.2024, 18:21

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » თებერვალი » 3 » ემი სი-ლოსთან ერთად ბრუნდება
15:40
ემი სი-ლოსთან ერთად ბრუნდება

ემი უაინჰაუსმა, არც მეტი არც ნაკლები, სი-ლო გრინი გამოიჭირა. Gnarls Barkley-ს ვოკალისტისა და 27 წლის სკანდალისტის თანამშრომლობა კარიბის ზღვის ერთერთ კუნძულზე შედგა, სადაც უაინჰაუსს სახლი აქვს შეძენილი.

სი-ლო გრინი თავდაპირველად კურორტს საკუთარ პროდიუსერთან ერთად წასამუშავებლად ეწვია, ემის კი გამოჰკრა ხელი.
როგორც ირკვევა, შემსრულებლების ერთობლივი ნამუშევარი ემის ახალ დისკში შევა, რომლის ჩაწერაც, როგორც იქნა, დასრულდა. ახალ სტუდიურ ჩანაწერზე ბევრი არაფერია ცნობილი, მისი გამოსვლის თარიღიც კი გაურკვევლობის ბურუსითაა მოცული.

ბოლოს უაინჰაუსმა ახალი სიდი 2006 წელს გამოუშვა - ”Back To Black”.

მას შემდეგ კი სად ეცალა მუსიკისთვის, სარეაბილიტაციო ცენტრებში სტუმრობითა და ნარკოტიკებთან ბრძოლით (ან, ნარკოტიკების მოხმარებით) იყო დაკავებული.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 836 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]