პარასკევი, 19.04.2024, 20:07

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » თებერვალი » 28 » ემინემი ”მილიარდელია”
17:50
ემინემი ”მილიარდელია”

ემინემი მილიარდელთა კლუბის საპატიო წევრი გახდა.
არა, რეპერს პირველი მილიარდის შოვნამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია. უბრალოდ, მისი ვიდეოების ნახვის საერთო რაოდენობამ YouTube-ზე მილიარდ 163 ათას 659 ნახვა შეადგინა.

ის უკვე მესამე ვარსკვლავია, რომელმაც ამდენი ვიუერის დაგროვება მოახერხა. პირველ ადგილზე ჯასტინ ბიბერია 1,3 მილიარდით, ხოლო მეორე პოზიციაზე - ლედი გაგა, 1,1 მილიარდით.
შესაძლოა, სულ მალე რიანამაც მათი ბედი გაიზიაროს.

ემინემისათვის წელს ეს პირველი წარმატება ნამდვილად არ არის.
რეპერმა ჯერ იყო და შოუბიზნესში ნარკოტიკებთან ბრძოლის შემდეგ თავიდან აიდგა ფეხი, შემდეგ ალბომი, ”Recovery”, ჩაწერა, რომლის გაყიდვებმაც მსოფლიო მასშტაბით 6 მილიონ ეგზემპლარამდე შეადგინა.
ბოლოს კი საუკეთესო რეპალბომის ჯილდოც მიიღო ”გრემის” დაჯილდოების ცერემონიალზე.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 1137 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]