შაბათი, 20.04.2024, 15:30

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » მარტი » 5 » ევა ლონგორია კულინარიულ წიგნს გამოუშვებს
13:29
ევა ლონგორია კულინარიულ წიგნს გამოუშვებს

"სასოწარკვეთილი დიასახლისების" ვარსკვლავი თაყვანისმცემლებს კერძების მომზადებას ასწავლის. მსახიობმა ევა ლონგორიამ ჟურნალ "Sky"-ს მარტის ნომრისთვის მიცემულ ინტერვიუში გადაცხადა, რომ კულინარულ წიგნს გამოუშვებს. ევას მხოლოდ სამსახიობო ნიჭი არ აქვს, ის კარგი დიასახლისიცაა. მსახიობს საჭმელების მომზადება ბავშვობიდან უყვარს, მან ლას-ვეგასში საკუთარი რესტორანიც კი გახსნა.

"მზარეულების ოჯახიდან ვარ. დედაჩემმა და დეიდაჩემმა ბავშვობაშივე შემასწავლეს კულინარია. 5 წლის ვიყავი, როდესაც საჭმელი მოვამზადე. მათგან ბევრი რამ ვისწავლე" - ამბობს ევა ლონგორია.

კულინარული გამოცდილება ლონგორიამ საკუთარი რესტორნის მენიუს შედგენის დროს გამოიყენა. ამასთან, მსახიობმა ამ მენიუში შესული ყველა კერძის მომზადება თავად იცის.

მსახიობის კულინარიული წიგნი "ევას სამზარეულო: მოამზადეთ სიყვარულით ოჯახისთვის და მეგობრებისთვის" აპრილში გამოვა.

კატეგორია: სხვა | ნანახია: 866 | დაამატა: marika_:):):)
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]