სამშაბათი, 19.03.2024, 14:24

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » იანვარი » 19 » Facebook-ის შემქმნელი უგემოვნოდ ჩამცმელი მამაკაცების ათეულში მოხვდა
13:09
Facebook-ის შემქმნელი უგემოვნოდ ჩამცმელი მამაკაცების ათეულში მოხვდა

ცნობილმა ჟურნალმა Esquire იმ ვარსკვლავების სია გამოაქვეყნა, რომლებიც უგემოვნოდ იმოსებიან. რეიტინგში სოციალურ ქსელ Facebook-ის შემქმნელი მარკ ცუკერბერგიც მოხვდა.

"არა აქვს მნიშვნელობა რამდენი ფული გაქვს ან რამდენი ადამიანის საიდუმლო იცი. თუ გსურს, რომ სერიოზულად აღგიქვან, ფორმალურ ღონისძიებებზე სპორტული მაისურით და ჯინსებით არ უნდა გამოცხადდე", - წერს Esquire. თუმცა Esquire-ს მრავალი გლამურული ჟურნალი არ ეთანხმება.

აი, რას წერს ცუკერბერგის სტილის შესახებ CNET:"თუ რისკიანი კაპიტალისტი ახალგაზრდა ინტერნეტ-ბიზნესმენს შეხვდება, რომელიც Zegna-ს არაჩვეულებრივ კოსტუმში იქნება გამოწყობილი, ეს მას საეჭვოდ მოეჩვენება. ის აუცილებლად დაინტერესდება, რატომ ხარჯავს ათასობით დოლარს ტანისამოსზე ისეთი პროექტის მფლობელი, რომელიც საწყის სტადიაზე იმყოფება".

კატეგორია: სხვა | ნანახია: 721 | დაამატა: marika_:):):)
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]