ოთხშაბათი, 24.04.2024, 04:51

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » ივნისი » 29 » გეი-აღლუმზე ლედი გაგას რუსეთის წინააღმდეგ სიტყვით გამოსვლა
13:30
გეი-აღლუმზე ლედი გაგას რუსეთის წინააღმდეგ სიტყვით გამოსვლა


ივნისის დასაწყისში რომში გამართულ გეი-აღლუმზე ლედი გაგას სიტყვით გამოსვლა, რომელშიც მან რუსეთი გააკრიტიკა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანიზებული იყო. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა.

"ეს ღონისძიება სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანიზებული იყო, - აღნიშნა კლინტონმა, - ჩვენ ვიცით, რომ ლედი გაგა სექსუალური უმცირესობების აქტიური მხარდამჭერია".

11 ივლისს გეი-აღლუმზე ლედი გაგამ სექსუალურ უმცირესობათა დისკრიმინაციის გამო რუსეთის ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა.

"ჩემთვის ცნობილია, რომ მრავალი ქვეყნის ხელისუფლება ბლოკავს ინფორმაციას იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები აწყდებიან. მინდა, რომ თქვენი ამბავი მთელმა მსოფლიომ გაიგოს", - განაცხადა რომში ლედი გაგამ.

მომღერალმა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც დისკრიმინაციას უწევენ ჰომოსექსუალებს, რუსეთი, პოლონეთი, ლიტვა, უნგრეთი და ლიბანი დაასახელა
.
კატეგორია: lady gaga | ნანახია: 973 | დაამატა: Lady_Gaga_N1_Fun
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]