პარასკევი, 29.03.2024, 04:34

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » იანვარი » 18 » ჰოლივუდის დიდების ხეივანზე კოლინ ფერსის ვარსკვლავი გაიხსნა
15:44
ჰოლივუდის დიდების ხეივანზე კოლინ ფერსის ვარსკვლავი გაიხსნა

ცნობილ ბრიტანელ მსახიობ კოლინ ფერსს (Colin Firth) ჰოლივუდის დიდების ხეივანზე ვარსკვლავი გაუხსნეს. ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონია ლოს-ანჯელესში 13 იანვარს გაიმართა. მსახიობი ლოს-ანჯელესში "ოქროს გლობუსით" დაჯილდოვების ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდა, სადაც ის ფილმისთვის "მეფის სიტყვა" (The King's Speech) საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციზე იყო წარდგენილი.

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიაზე მსახიობმა ყველას მადლობა გადაუხადა, ვინც სამსახიობო კარიერის მანძილზე მის გვერდით იყო, ხოლო ვარსკვლავი მეუღლეს - იტალიელ კინოპროდიუსერ ლივია ჯუდჟიოლს მიუძღვნა. "როდესაც ამ ვარსკვლავს ვუყურებ, მის სახელს ვხედავ", - აღნიშნა ფერსმა. ცერემონიაზე მსახიობს ცრემლებიც კი მოერია და აღიარა, რომ "ზღვა ემოციით იყო სავსე".

კოლინ ფერსი 1960 წელს დიდ ბრიტანეთში დაიბადა და კინოში 60-ზე მეტი როლი აქვს განსახიერებული.

მსოფლიო პოპულარობა მას ჯეინ ოსტინის რომანის "სიამაყე და ცრუ რწმენა" მიხედვით გადაღებულ ფილმში განსახიერებულმა როლმა მოუტანა. მსახიობს მაყურებელი იცნობს ასევე ფილმებიდან: "შეყვარებული შექსპირი", "ბრიჯიტ ჯონსის დღიური", "გოგონა მარგალიტის საყურით", "Mamma Mia", "სახიფათო კავშირები", "დორიან გრეის პორტრეტი" და სხვა.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 798 | დაამატა: marika_:):):)
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]