ორშაბათი, 29.05.2017, 23:54

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » იანვარი » 26 » ჰოლივუდში ”ოსკარის” ნომინანტები გამოავლინეს
16:53
ჰოლივუდში ”ოსკარის” ნომინანტები გამოავლინეს

ამერიკის კინოაკადემიამ 2011 წლის ”ოსკარის” ნომინანტები გამოავლინა.

ნომინაციების რაოდენობის მიხედვით, ბრიტანული სურათი ”მეფის სიტყვა” (The King's Speech) ლიდერობს. ფილმმა შესაძლოა 12 ოსკარი მიიღოს, მათ შორის - ”საუკეთესო ფილმისთვის”. საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში წარდგენილია კოლინ ფერსი (Colin Firth), რომელიც ფილმში მეფე გეორგ მე-6 -ის როლს ასრულებს.

საუკეთესო ფილმის ნომინაციისთვის იბრძოლებენ: ”სოციალური ქსელი”(Social Network); ”შავი გედი” (Black Swan); ”127 საათი”(”127 Hours”); ”მებრძოლი” (The Fighter); ”დასაწყისი” (Inception); ”Winter's Bone”; ”რკინის თავშეკავებულობა” (True Grit) ; ”ბავშვები წესრიგში არიან” (The Kids Are All Right); ”სათამაშოების ისტორია: დიდი გაქცევა”(Toy Story 3).

”საუკეთესო მსახიობის” ნომინაციაში წარდგენილები არიან კოლინ ფერსი, ჯესი აიზენბერგი (”სოციალური ქსელი”), ხავიერ ბარდემი (”მშვენიერი”) ჯეფ ბრიჯესი (”რკინის თავშეკავებულობა”) და ჯეიმს ფრანკო (”127 საათი”).

”საუკეთესო რეჟისორის” ნომინაციაში დასახელებული არიან ტომ ჰუპერი (”მეფის სიტყვა”) დარენ არანოფსკი (”შავი გედი”) ითან და ჯოელ კოენები (”რკინის თავშეკავებულობა”) დევიდ რასელი (”მებრძოლი”) და დევიდ ფინჩერი (”სოციალური ქსელი”).

ნატალი პორტმანი, რომელმაც ქალის საუკეთესო როლისთვის ოქროს გლობუსი მიიღო, ამავე ნომინაციაში ოსკარზე წარდგენილია ანეტ ბენინგთან, ნიკოლ კიდმანთან, ჯენიფერ ლორენსთან და მიშელ უილიამსთან ერთად.

”ოსკარის” დაჯილდოების ცერემონია 27 თებერვალს ლოს-ანჯელესში გაიმართება.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 173 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]