ოთხშაბათი, 24.04.2024, 06:13

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ჰოლივუდში "უსაქმური" მსახიობები გამოავლინეს
20:23
ჰოლივუდში "უსაქმური" მსახიობები გამოავლინეს

წლის ბოლოს ვარსკვლავებს უცნაური კრიტერიუმების მიხედვით აფასებენ და სახალისო რეიტინგებს ადგენენ - რამდენ კადრში მოხვდა ესა თუ ის ცნობილი ადამიანი და ვინ ჩანს ყველაზე იშვიათად ეკრანზე.

მაგალითად, მსახიობი დენიელ კრეიგი, რომელიც აგენტ ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებულ ბოლო ფილმში მთავარ როლს ასრულებს, 2009 და 2010 წლებში უსაქმურობდა. მისი მონაწილეობით არცერთი ფილმი არ გამოსულა. 2011 წელი კი მისთვის აქტიური იქნება - ის მთავარ როლს ერთდროულად ოთხ ფილმში შეასრულებს, მათ შორის ფანტასტიკურ ვესტერნში "კოვბოი ახალმოსახლეების წინააღმდეგ" და "გოგონა დრაკონის ტატუირებით".

”ზარმაც” მსახიობებთა ნუსხაში მოხვდა კიანუ რივზი და ვუდი ჰარელსონიც. პროექტები მათი მონაწილეობით აუდიტორიისთვის უინტერესო აღმოჩნდა.

კინოვარსკვლავების სია, რომლებიც 2010 წლის განმავლობაში უსაქმურობდნენ, შემდეგნაირად გამოიყურება:

1. რობინ უილიამსი;
2. კიანუ რივზი;
3. ვუდი ჰარელსონი;
4. ერიკ ბანა;
5. საშა ბარონ კოენი;
6. კლაივ ოუენი;
7. აისლა ფიშერი;
8. ზოუი დეშანელი;
9. ვიგო მორტენსენი;
10. უილ სმიტი;
11. ვინს ვონი;

მომზადებულია starpulse.com-ის მიხედვით.

კატეგორია: სხვა | ნანახია: 877 | დაამატა: marika_:):):)
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]