Ian Somerhalder - 8 ივლისში 2011 - all about celebrities

კვირა, 26.03.2017, 23:56

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » ივლისი » 8 » Ian Somerhalder
14:58
Ian Somerhalder

რთ -ერთმა ამერიკულმა ჟურნალმა იანის ფანებს კითხვები ჩამოაწერინა და მათ კუმირს აპასუხებინა. :)


იან როგორ ფიქრობ სერიალებმა შეგძინა ფანები თუ ისინი შენი მოდელების წლებშივე გყავდა ?

- თავიდანვე არ ვუჩიოდი მათ ნაკლებობას. მე მთელი გულით მადლობელი ვარ ჩემი თაყვანისმცემლების. ტუმცა მას შემდეგ რაც ფილმებსა და სერიალებში გამოვჩნდი, თქვენი რიცხვი გაათმაგდა. : )

"ბინდს" თუ უყურებ? მოგწონს ედვარდისა და კრისტენის წყვილი?

- კი. მიუხედავად იმისა რომ "ბინდის" მთავარი მაჩო ჩემზე ხშირად ცუდად საუბრობს, მე მომწონს ეს საგა და არ მოატყუებთ, თუ გეტყვით რომ რამდენიმე ნაწილი მაქვს ნანახი. რეჟისორებმა სწორად შეარჩიეს მთავარი როლის შემსრულებლები. ისინი უხდებიან ერთმანეთს. კრისტენი ნიჭიერი მსახიობია. ზოგადად კი ფილმის რეიტინგი მსახიობებმა კი არა მაყურებელმა უნდა განსაზღვროს. : )

იან გაიხსენე ყველაზე ორიგინალური და ყველაზე შემაწუხებელი საქციელი, რომელიც შენმა ფანებმა ჩაიდინეს.

- ერთი ფანი მამაკაცის გაუთავებელი რეკვის გამო, იძულებული გავხდი ტელეფონის ნომერი გამომეცვალა. ყველაზე ორიგინალური  კი , ქუჩაში ფანი გოგონასჩემს მანქანაში შემოხტომა იყო :D ყველაზე ცუდად კი ის შემთხვევა მახსენდება როდესაც მანქანა რამდენიმე შეშლილმა ფანმა დამიმტვრია და საქარე მინაზე წერილი დამიტოვეს. წერილში ეწერა თუ არ შევხვდებოდი მათ, კიდევ არაერთ მანქანას დამიმტვრევდნენ. 

იან შებ იდეალურად სუფთა სახის კანი გაქვს და ვარდისფერი ლოყები. რაიმე სპეციალურ დიეტას ხომ არ იცავ? 

- განსაკუთრებულს არაფერს. კანისთვის იდეალურია ბევრი წყლის მიღება და მზეზე გარუჯვა. დღეში 3-დან 10 ჭიქამდე მწვანე ჩაის ვსვამ. განსაკუთრებით ჟასმინის არომატიანი მიყვარს . : )

შენი საყვარელი ფერი რომელია?

- შავი, ლურჯო, ნაცრისფერი და სტაფილოსფერი. ეს ფერები ჩემს ტანსაცმელსა და მანქანის ფერებში დომინირებს. სტაფილოსფერი კარგ ხასიატზე მაყენებს. : )

იან რატომ გაქვთ შენ და პაულ ვესლის ზუსტად ერთნაირი ყელსაბამები. ერთ-ერთ პრეზენტაციაზე ორივეს ერთნაირი ყელსაბამები გეკეთათ. რაშია საქმე?

- უბრალოდ, ჰავაიზე არც ისე ბევრია საიუველირო მაღაზიები და არჩევანი დიდი არ იყო. : )

რამდენი დედმამიშვილი გყავს?

 - და-ძმა მყავს. ორივესთან ძალიან ახლოს ვარ. საერთო მეგობრებიც გვყავს. მყავს პატარა დისშვილი, რომელზეც ვგიჟდები. ჩემს ძმას ქარიშხალმა კატრინამ სახლი დაუნგრია და ეს საშინელი ეპიზოდი იყო ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში.

იან, ეჭვიანი შეყვარებული ხარ?

- ეჭვიანობა დროის კარგვაა. :)

როგორ ფიქრობ რა უფრო ძნელია ბოდიშის მოხდა თუ პატიება?

- ხშირად ორივე ძნელია, თუმცა თავს ძალა უნდა დავატანოთ

ვიცი რომ "ბითლზებზე" გოჟდები. რომელია შენი საყვარელი სიმღერა?

- Across The Universe

როგორ გგონია არის სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, თუ სიკვდილით ყველაფერი მთავრდება? 

- იმედი მაქვს, რაღაც აუცილებლად იქნება და სიკვდილით ყველაფერი არ დასრულდება. : )

კატეგორია: Vampire Diaries | ნანახია: 243 | დაამატა: Lady_Gaga_N1_Fun
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]