სამშაბათი, 25.07.2017, 07:38

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » მარტი » 4 » ჯონი დეპმა დაქორწინება გადაწყვიტა
15:32
ჯონი დეპმა დაქორწინება გადაწყვიტა

ჯონი დეპმა გადაწყვიტა ვანესა პარადი ცოლად მოიყვანოს. წყვილი ერთად უკვე 12 წელია ცხოვრობს. ადრე ჟურნალისტების კითხვაზე დეპი პასუხობდა, რომ ქორწინება მისთვის მხოლოდ ფორმალობა იყო და დაქორწინება ამიტომაც არ სურდა.

ჯონიმ ვანესა 1998 წელს, ერთ-ერთ ელიტურ წვეულებაზე გაიცნო. ვანესამ მსახიობი ისე მოხიბლა, რომ მისი გულისთვის დეპი საცხოვრებლად საფრანგეთშიც გადავიდა. წყვილს ორი შვილი ჰყავს.

ბავშვებს, ლილი როუზს და ჯეკს, არაერთხელ უკითხავთ მშობლებისთვის, რატომ არ იყვნენ ისინი დაქორწინებულნი. ვანესამ და ჯონიმ ბავშვებს აუხსნეს, რომ მათ გაზრდას ელოდებოდნენ, რადგან სადღესასწაულო ცერემონიით მათთან ერთად დამტკბარიყვნენ.

ქორწილი მაისში უნდა გაიმართოს.

კატეგორია: სხვა | ნანახია: 161 | დაამატა: marika_:):):)
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]