ორშაბათი, 23.10.2017, 16:22

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 18 » კეიტ მოსმა საიდუმლოდ იქორწინა
23:09
კეიტ მოსმა საიდუმლოდ იქორწინა

სკანდალებით ცნობილმა სუპერმოდელმა კეიტ მოსმა საიდუმლოდ იქორწინა. მოდელის მეუღლე ჯგუფ "the Kills"ის გიტარისტი ჯეიმი ჰინსია. ჯვრისწერა იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე, პატარა ეკლესიაში გაიმართა. ცერემონიას მხოლოდ ახლო მეგობრები და ნათესავები ესწრებოდნენ. ცნობილია, რომ მოსი ოდნავ გამჭვირვალე კაბაში იყო გამოწყობილი. ასევე ცნობილია ისიც, რომ დედოფალი საკურთხევლამდე ფეხშიშველი მივიდა. საქორწინო ბეჭდები წყვილს სუპერმოდელ ლაილა გრეისის ქალიშვილმა მიუტანა.

ის, რომ მოსი და ჰინსი დაქორწინებას აპირებდნენ, ჯერ კიდევ 2010 წლის დასაწყისში გახდა ცნობილი. იანვარში გაზეთები წერდნენ, რომ მუსიკოსმა მოდელს ხელი სთხოვა და მას ბრილიანტის თვლიანი ბეჭედიც აჩუქა. ქორწილის ოფიციალური თარიღი არ დანიშნულა და არც ის იყო ცნობილი, სად იქორწინებდნენ.

კეიტ მოსი ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელია. ის კოსმეტიკისა თუ ტანსაცმლის წარმოებაში ბევრი ცნობილი კომპანიის სახე იყო. 2005 წლის სექტემბერში ბრიტანულმა ტაბლოიდმა "Daily Mirror"-მა კეიტ მოსის ფოტოსესია დაბეჭდა, სადაც მოდელი კოკაინს სუნთქავდა. ამ სკანდალის შემდეგ მოდელმა თითქმის დაკარგა ყველა კონტრაქტი, მაგრამ მაინც იპოვა ძალა, რომ სახალხოდ მოეხადა ბოდიში და სამკურნალოდ კლინიკისთვის მიემართა. თერაპიის კურსის შემდეგ, მოსი საკუთარ საქმეს დაუბრუნდა.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 197 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]