კირა ნაიტლი ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ საყვარელს დაშორდა - 18 იანვარს 2011 - all about celebrities

პარასკევი, 24.03.2017, 09:12

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » იანვარი » 18 » კირა ნაიტლი ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ საყვარელს დაშორდა
15:31
კირა ნაიტლი ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ საყვარელს დაშორდა

კირა ნაიტლი და რუპერტ ფრენდი ერთმანეთს დაშორდნენ. ამბობენ, რომ 25 წლის მსახიობს უმძიმს ამ განშორების გადატანა, თუმცა ეს გადაწყვეტილება წყვილმა ერთობლივად მიიღო. კირას მამამ ჟურნალისტებს შეატყობინა, რომ ნაიტლი შეეცადა საკუთარი თავი საქმით დაეტვირთა, იმიტომ რომ, მისთვის აუტანელია ასეთი ხანგრძლივი ურთიერთობის დანგრევა.

წყვილი ერთმანეთს 2005 წელს ფილმის "სიამაყე და ცრუ რწმენას" გადაღებების დროს შეხვდა. როგორც ამბობენ, რუპერტს მობეზრდა, რომ კირასთან მის თანაცხოვრებას ფოტოგრაფები გამუდმებულად აშუქებენ.

რუპერტს იმაზე ფიქრიც კი ძალიან აღიზიანებდა, რომ მას უთვალთვალებდნენ და ფოტოებს უღებდნენ. მაშინ, როცა კირა საკმაოდ მშვიდად რეაგირებდა პოპულარობის შედეგებზე. როგორც წყვილის მეგობრებმა განაცხადეს, სწორედ ამ ფაქტმა აწეწა მათი ურთიერთობა და წყვილმა დაშორება გადაწყვიტა.

ადრე მსახიობმა ჟურნალ " Vogue "-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ წვეულებებზე სიარულსაც რომ შეეშვას, პაპარაცები მას თავს მაინც არ დაანებებენ.

"ვიცი, რომ ეს ყველაფერი პოპულარობის ნაწილია, მე ამაზე ხელი მოვაწერე და ახლა ვშიშობ, რომ ეს მუდმივად გაგრძელდება. არ მსიამოვნებს, რომ მცნობენ. ვიკეთებ შარფს, ვხრი თავს, სახეს ვიფარავ და ისე მივდივარ ქუჩაში ... ხალხს შეუძლია იფიქროს, რომ უხეში ვარ, მაგრამ მე უბრალოდ მრცხვენია", - განაცხადა კირამ.

მომზადებულია ambebi.ge-ს მიხედვით.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 355 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]