ხუთშაბათი, 18.04.2024, 04:21

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » იანვარი » 26 » კრისტენ სტიუარტი ძნელად აღსაზრდელ მოზარდებს ეხმარება
17:02
კრისტენ სტიუარტი ძნელად აღსაზრდელ მოზარდებს ეხმარება

კრისტენ სტიუარტმა (Kristen Stewart) ჟურნალ ”Vogue”-ის თებერვლის ნომერისთვის ფოტოები გადაიღო. ჟურნალთან ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ მას რთულად აღსაზრდელი მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა სურს.

”ყოველთვის, როცა ვინმეზე ვიგებ, რომ ის მდიდარია, პირველივე რიგში მიჩნდება კითხვა ”აკეთებ რამეს ამ ფულით? თუ უბრალოდ ტკბები შენი მდგომარეობით?”

20 წლის მსახიობმა აღიარა, რომ ეს იდეა მას ფილმ ” Welcome to the Rileys”-ზე მუშაობის დროს გაუჩნდა. ფილმში კრისტენი არასრულწლოვანი გოგონას როლს ასრულებს, რომელიც ახალ ორლეანში ცხოვრობს და სტრიპტიზის მოცეკვავეა.

მსახიობი აღიარებს, რომ იდეის განხორციელებას დიდი დრო დასჭირდება. თუმცა სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა ამ ეტაპზე მისი უმთავრესი ამოცანაა.

”არაჩვეულებრივი იქნებოდა, ამჟამად მე ეს ყველაზე მეტად მაინტერესებს” - აცხადებს მსახიობი.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 751 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]