კრისტინა გალოთდა? - 2 მარტში 2011 - all about celebrities

პარასკევი, 24.03.2017, 09:14

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » მარტი » 2 » კრისტინა გალოთდა?
15:30
კრისტინა გალოთდა?

მას ბრიტნი სპირსის კონკურენტად აღიქვამენ, უიტნი ჰიუსტონს ადარებენ, მისი ვოკალური მონაცემები კი საყოველთაო აღფრთოვანებას იწვევს. მაგრამ, რად გინდა - კრისტინა აგილერას უნიკალური უნარი აქვს შექმნილი წარმოდგენა ერთი იდიოტური საქციელით მომენტალურად გააფუჭოს.

მაგალითად, საგაზაფხულოდ ახალი პრობლემა გამოჩხრიკა - ის და მომღერლის ახალი მეგობარი მამაკაცი, მეთიუ რატლერი, პოლიციელებმა უზომოდ მთვრალ მდგომარეობაში გამოიჭირეს. მანქანა ტრასაზე რვიანების ხაზვის დროს სამართლიანი ეჭვის საფუძველზე გააჩერეს. შედეგად, მეთიუც და მისი ქალბატონიც განყოფილებაში წააბრძანეს.

მართალია, საჭესთან რატლერი იჯდა, თუმცა, არაადეკვატური ქცევის გამო მას კრისტინამაც დაუმშვენა გვერდი.

მეთიუ გისოსებს თავს მხოლოდ 30 ათასი დოლარი ჯარიმის გადახდის შემთხვევაში დააღწევს, კრისტინას კი სანქციები არ ემუქრება.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 198 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]