ოთხშაბათი, 26.07.2017, 11:30

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 19 » კეტი პერი ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარეს
16:59
კეტი პერი ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარეს

ბრიტანული გამოცემა OK!-ის ვებ-საიტმა მკითხველებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და გაარკვია, რომელ ცნობილ ადამიანს მიიჩნევენ ისინი ყველაზე სექსუალურად. სიაში სულ ათი ვარსკვლავი აღმოჩნდა - მომღერლები, ტელეწამყვანები და მსახიობები.

ჟურნალის რეიტინგის სათავეში მომღერალი და საკუთარი სიმღერების ავტორი კეტი პერი აღმოჩნდა. პერისთვის 2010 წელს ეს უკვე მეორე მსგავსი მიღწევაა - მაისში მამაკაცების ჟურნალმა Maxim პერი პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალბატონად დაასახელა.

OK!-ის რეიტინგის მეორე ადგილი ვამპირული საგა "ბინდის" ვარსკვლავმა 20 წლის ამერიკელმა მსახიობმა კრისტენ სტიუარტმა დაიკავა. მესამე კი - "წლის ქალბატონის" ტიტულის მფლობელმა ბრიტანელმა მომღერალმა და ტელეწამყვანმა შერილ კოულმა.

ყველაზე სექსუალური ცნობილი ადამიანების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1. კეტი პერი
2. კრისტენ სტიუარტი
3. შერილ კოული
4. ჯენიფერ ენისტონი
5. კიმ კარდაშანი
6. ჯენიფერ ლოპესი
7. მეგან ფოქსი
8. კელი ბრუკი
9. ჯესიკა ბილი
10. ჰოლი უილოუბი

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 148 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]