შაბათი, 20.04.2024, 01:54

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » მაისი » 1 » ქეით მოსმა ბრაზილიური "ვოგისთვის" გაიხადა
01:08
ქეით მოსმა ბრაზილიური "ვოგისთვის" გაიხადა

37 წლის მოდელმა ყველას დაუმტკიცა, რომ კვლავაც შესანიშნავ ფორმაშია და ბრაზილიური "ვოგისთვის" თამამი ფოტოები გადაიღო. ფოტოებზე ვეტერანი მოდელი ახალგაზრდა გოგონასავით გამოიყურება. მის სხეულს მხოლოდ რამდენიმე სამაჯური ამშვენებს.

მოსმა თმა ქერად შეიღება, რაც ძალიან მოუხდა. მისი თვალების გამოსაკვეთად ვიზაჟისტებმა შავი ფერის გამოყენება გადაწყვიტეს. ფოტოების ავტორი მარიო ტესტინოა.

მოსის ფოტოები "ვოგის" პარიზულ და იაპონურ ვერსიებში მაისში გამოჩნდება.

არადა, სულ ცოტა ხნის წინ პრესაში ქეითზე ამბობდნენ: ასაკთან ერთად მოსზე მავნე ჩვევებმაც იმოქმედა, მოწევა და სასმელი მის გარეგნობაზე აისახაო.

შეგახსენებთ, მოსს ალკოჰოლისთვის თავის დანებება არაერთხელ უცდია. ამისთვის სარეაბილიტაციო კლინიკაში მკურნალობის კურსიც გაიარა.

კატეგორია: სხვა | ნანახია: 954 | დაამატა: marika_:):):)
სულ კომენტარები: 1
1 marika_:):):)  
0

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]