ხუთშაბათი, 25.04.2024, 17:09

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » იანვარი » 18 » ქეითი ჰოლმსი და ტომ კრუზი "ოსკარს" ბოიკოტს უცხადებენ
15:12
ქეითი ჰოლმსი და ტომ კრუზი "ოსკარს" ბოიკოტს უცხადებენ

კეტი ჰოლმსი (Katie Holmes) და ტომ კრუზი (Tom Cruise) "ოსკარს" ბოიკოტს უცხადებენ. ვარსკვლავური წყვილი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ კინოცერემონიაში მონაწილეობას იმის გამო არ მიიღებს, რომ "ოსკარის" დაჯილდოვების ცერემონია ენ ჰეთევეის (Anne Hathaway) მიჰყავს.

პროტესტის მიზეზი ენ ჰეთევეის შესრულებული პაროდიაა. ენმა კეტი ჰოლმსზე პაროდია შარშან ნოემბერში გააკეთა. მაშინ ჰეთევეიმ ამერიკულ კომედიურ შოუ "Saturday Night"-ში კეტი ჰოლმსის ლაპარაკის მანერა გააშარჟა. მოგვიანებით ენმა განაცხადა, რომ მას თავად კეტი ჰოლმსი არ გაუშარჟებია და მხოლოდ მისი გმირის პაროდია გააკეთა. მაგრამ მიუხედავად ამისა, კეტი განაწყენებულია.

როგორც წყაროები ირწმუნებიან, ჯერ კიდევ ორი წლის წინ ენ ჰეთევეი და კეტი ჰოლმსი მეგობრები იყვნენ. კეტი ენს გვერდშიც კი ედგა საყვარელთან დაშორების შემდეგ.

"კეტი მიიჩნევს, რომ ისინი რთულ პერიოდში ერთმანეთს მხარში ედგნენ და მისთვის დიდი დარტყმა იყო, როცა ენმა მას ტელეეთერში დასცინა. მას კეტი ამ შოუს შესახებ არც კი გაუფრთხილებია", - განაცხადა ვარსკვლავთან დაახლოებულმა წყარომ.

მომზადებულია ambebi.ge-ს მიხედვით.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 1273 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]