პარასკევი, 29.03.2024, 03:26

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 8 » lady gaga
13:34
lady gaga

არსებობს თუ არა რეცეპტი ლეგენდად გადაქცევისთვის?
და თუ ეს ვინმემ იცის, ეს ლედი გაგაა.
სისხლისფერი კაბები, ფეთქებადი ბიუსჰალტერი, თავბრუდამხვევი ქუსლები და საკუთარი საცეკვაო სიმღერები.
არის კიდევ საიდუმლო ინგრედიენტი?
ლედი გაგა ნამდვილი ფენომენია, დიდების ფენომენი. მისი სადებიუტო ალბომი THE Fame (დიდება) გამოვიდა 2008 წელს.
Just Dance, Poker Face, Love Game da Paparazi მორიგეობით ხდებოდა ჰიტები და შედეგად მათ დააგროვეს ყველაზე მეტი პირველი ადგილი ჰიტ-პარადში Billboard Hot loo, ვიდრე სხვა სადებიუტო პოპ- ალბომმა.
სხვა ახალგაზრდა მომღერლებისგან განსხვავებით გაგა არამარტო სასიამოვნო მუსიკაზე მომღერალი სიმპატიური გოგონაა, რომელიც შექმნა გიგანტურმა საპროდიუსერო მანქანამ. ის თავად წერს სიმღერებს და უკრავს კლავიშებიან ინსტრუმენტებზე, კონცერტებზე კი ცოცხლად მღერის.
როცა 2008 წელს გაგა გამოვიდა სიმღერით Just Dance, მსგავს მუსიკას რადიოში არ ატრიალებდნენ. ამჟამად კი მას ყველგან უსმენენ-იხსენებს მედიაბლოგერი და გატაცებული გაგაფილი პერეც ჰილტონი, სწორედ ის გახდა ერთ-ერთი პირველი მედიასაყვირი, რომელმაც მხარი დაუჭირა მომღერალს, გამოაქვეყნა საიტზე აღნიშნული სინგლის ვიდეოკლიპი. ჰილტონის აზრით, ლედი გაგამ ხელახლა გამოიწვია ინტერესი პოპ-მუსიკის მიმართ, მსგავსი რამ არ მომხდარა მადონას შემდეგ. გაგა აღმაფრთოვანებს და გაშინებს, ის ხომ თავისი წესებით თამაშობს.
ჰილტონი მართალია, მომღერალმა თავისი ცხოვრება გადააქცია ნონ-სტოპ თეატრად.
სტეფანი ჯოან ანჯელინა ჰერმანიოტა ანუ იგივე ლედი გაგა -მუშაობს შემოქმედებით კოლექტივთან Haus of Gaga, რომელიც წარმოადგენს სტილისტების, დიზაინერების, ქორეოგრაფების და პროდიუსერების ჯგუფს. ისინი ერთად ქმნიან არტ-ობიექტებს, კოსტიუმებს, ცეკვებს. საკმარისია გაიხსენოთ მისი გამოსვლა MTV Video Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე (მან მოიპოვა ჯილდო საუკეთესო დებიუტისთვის). გაგას ეცვა კაბა, საიდანაც იღვრებოდა ბუტაფორული სისხლი. ის ხან ხელოვნურ კულულებში ჩნდება, რომელსაც სპილოს ფორმა აქვს, ხან მბრწყინავ, კონუსური ფორმის ბიუსჰალტერში, რომელიც ფეირვერკებს აფრქვევს, ხან პუდელის ფორმის ჩანთით რომელიც ხელოვნური თეთრი თმით არის შექმნილი.
ეს ან შოუა, ან არტ-პერფორმანსი, რომელმაც გზა გაუხსნა მას მოდის და ხელოვნების სამყაროში.
კლიპში Bad Romance გამოყენებულია ალექსანდრე მაკკუინის მოდელები, მიუჩია პრადამ შექმნა კაბა ლედის გაგასთვის ლოს-ანჟელესის თანამედროვე მუზეუმში გამოსასვლელად, მხატვარმა დემიენ პერსტმა (ცნობილმა ზვიგენით ფორმალდეჰიდში) შექმნა გაგას სინთეზატორის დიზაინი, ტარანტინოს სთავაზობს ფილმში გადაღებას.
ამის გამო ინტელექტუალური ბომონდი სვამს კითხვას: „ასეთი ჭკვიანია ლედი გაგა? ვინ არის ჩვენ წინაშე ახალი მადონა, ახალი კაილი მინოუგი, ახალი დევიდ ბოუი, რომელთა დიდებაზე მას პრეტენზია აქვს?" „ის ჰერმაფროდიტია?"
ცხადია, რომ რაკი დედამიწაზე სიამოვნებით უსმენენ ლედის სიმღერებს ან გაუგებრად იჩეჩავენ მხრებს, ლედი გაგამ მოხსნა სცენაზე ჯეკპოტი .
მან წარმატებას მიაღწია საკუთარი შრომით, საკუთარ თავზე 4 წლის ასაკიდან მუშაობით, ფორტეპიანოზე დაკვრა სმენით ისწავლა.
ლედი გაგა გაიზარდა მანჰეტენზე. ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ცათამბჯენების 20 კმ-იან კუნძულზე ნახევარ მილიონიანი მაცხოვრებლით, გამოირჩევიან ჩვენგან. ვისაც სურს რაიმეს მიღწევა ამ მინების, რკინა-ბეტონის სამყაროში საკუთარ თავზე გამოცდის ნევროზის, ამბიციების, კულტურული და სექსუალური გამოცდილების, ყველგან არსებული მოდის კონცენტრირებულ ზემოქმედებას.
ლედი გაგა მშობლებთან-პირველი თაობის იტალიელ ემიგრანტებთან -და უმცროს დასთან ერთად ბროდვეიდან რამდენიმე კვარტლის მოშორებით ცხოვრობდა. გაგა დადიოდა გოგონათა კათოლიკურ სკოლაში Convent of the Sacret Heart, შესვენებას მეგობრებთან ერთად ახლომდებარე ბერძნულ რესტორანში ატარებდა, ოცნებობდა სცენაზე გამოსვლაზე და პუბლიკის გართობაზე.
ატმოსფერო სახლში- კათოლიკე მამის და მეთოდისტ დედის გვერდით -იყო „ტრადიციული, მაგრამ ფსიქოლოგიურად საკმაოდ პროგრესული" . მისი მამა -მეწარმე, ამჟამად უსადენო ინტერნეტ-მომსახურების ფირმის მმართველი გახლავთ, დედა ტელეკომუნიკაციების სფეროში მოღვაწეობდა. მათ საკმარისი შემოსავალი ჰქონდათ შვილის სწავლის საფასურის გადასახდელად Convent of the Sacret Heart-ში (მისი კურსდამთავრებულები იყვნენ კაროლინ კენედი და პერის ჰილტონი), თუმცა ნიუ-იორკის სტანდარტებით მდიდრები არ იყვნენ, უბრალოდ შეძლებულად ცხოვრობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ უცნაური გოგონა გამოირჩეოდა ექსპრესიულობით, თავისუფლების სიყვარულით, ის მეტად მონდომებული და გატაცებული იყო მუსიკით, მონაწილეობას იღებდა სასკოლო წარმოდგენებში, ყოველდღე 2 საათი უკრავდა ფორტეპიანოზე.
17 წლის გაგა მიიღეს ელიტარულ სკოლაში Tisch, ერთი წლის შემდეგ მან თავი დაანება სწავლას. სანამ სამსახურს იშოვიდა, მამა ეხმარებოდა და უხდიდა ბინის ქირას. შემდეგ კი მან სრული დამოუკიდებლობა მიიღო.
გარკვეული ხანი იგი ერთობოდა სხვადასხვა მუსიკალური ჟანრით, უკრავდა მძიმე როკ-ჯგუფში, მოგვიანებით დროს ატარებდა მხატვრების და მსახიობების კომპანიაში და ნელ-ნელა შეიქმნა მისი ამჟამინდელი სახე.
სცენური სახელი მას მისცა პროდიუსერმა რობ ფიუზარიმ, რომელიც მუშაობდა Destiny’s child -თან, Queen-ის Radio Gaga-თან ასოციაციის გამო.
ის გამოდიოდა პერფორმანს დიჯეისთან lady starlight-თან ერთად და სცენაზე იყენებდა უჩვეულო ელემენტებს (მაგ. საკუთარი ტრუსების დაწვა). ამის შემდეგ გაგას გაუჩნდა კოკაინისკენ მიდრეკილება, რომლისგანაც მშობლების დახმარებით გათავისუფლდა. შემდეგ კი ვინსენტ ჰერბეტმა, რომელიც მუშაობდა სტივ უანდერთან და Destiny’s child -თან, ნახა ვიდეო, სადაც გაგა ასრულებდა სიმღერას Beautiful, Dirty, Rich, მან ჩასვა გაგა ლოს-ანჟელესის თვითმფრინავში და რამდენიმე დღეში ხელი მოეწერა კონტრაქტს.
ეს იყო „დიდების" დაბადება.
მაგრამ შესანიშნავი პროდიუსერული ნამუშევრის, ფართოდ რეკლამირებული ალბომის და სერიოზული ლეიბლის მიუხედავად, გაგას სერიოზული ოფლის ღვრა მოუწია. რადიოსადგურებს არ სურდათ Just Dance გაშვება. მაგრამ გაგა ატარებდა კონცერტებს, კლუბებში მონაწილეობდა აქციებში. როგორც კი სიმღერა გამოჩნდა ნიუ-იორკის გავლენიანი რადიოსადგურის Z 100 ეთერში, მოზაიკა აეწყო.
ლედი გაგასთან დაკავშირებულია ერთ-ერთი გასაოცარი მომენტი- მისი შეუპოვრობა მოუგოს ყველას ან თუნდაც მოატყუოს მედიასტიქია, რომელიც ნთქავს ახალგაზრდა ტალანტებს საუზმეზე და მათ ნარჩენებს სადილზე გადმოაფურთხებს.

კატეგორია: lady gaga | ნანახია: 1135 | დაამატა: Lady_Gaga_N1_Fun
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]