ხუთშაბათი, 28.03.2024, 20:13

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » სექტემბერი » 24 » Lady Gaga სამხედრო სამსახურში ჰომოსექსუალების დაბრუნებას ითხოვს
17:53
Lady Gaga სამხედრო სამსახურში ჰომოსექსუალების დაბრუნებას ითხოვს

წლევანდელი MTV-ის დაჯილდოვების ცერემონიალის რეკორდსმენმა მომღერალმა ლედი გაგამ "ტვიტერზე" ამერიკის ხელისუფლებისადმი ვიდომიმართვა გამოაქვეყნა. 24 წლის მომღერალმა კანონმდებლობა გააკრიტიკა, რომელიც ჰომოსექსუალ და ლესბოსელ სამხედრო მოსამსახურეებს ჯარში სამსახურს უკრძალავს.

შვიდწუთნახევრიან მიმართვაში ლედი გაგა, რომელიც შავ-თეთრ კოსტიუმში გამოწყობილი ამერიკის დროშის ფონზე საუბრობს, "ტვიტერის" საკუთარ 6 მლნ-იან აუდიტორიას მოუწოდებს, აშშ-ის სენატს 1993 წელს მიღებული კანონი როგორმე გააუქმებინოს.

"მას შემდეგ, - აცხადებს გაგა, - 14 000 ჰომოსექსუალი ამერიკელი სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს და არ მისცეს საშუალება, პირნათლად ემსახურათ სამშობლოსთვის. ისინი შინ გაისტუმრეს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნისთვის ბევრის გაკეთება შეეძლოთ".

ამერიკელ სენატორებს ლედი გაგას მიმართვაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. მომღერლის მილიონობით თაყვანისმცემელი კი მოვლენათა შემდგომ განვითარებას ელის.

კატეგორია: lady gaga | ნანახია: 764 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]