ოთხშაბათი, 24.04.2024, 09:46

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » სექტემბერი » 24 » lady gagas biografia
16:59
lady gagas biografia

ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე, სიმღერების ავტორი და დიჯეი Lady Gaga, ანუ სტეფანი ჯოანა ანჯელინა გერმანოტა 1986 წლის 28 მარტს მანჰეტენზე დაიბადა.
მუსიკით ბაშვობიდან დაინტერესდა. 4 წლისა დამოუკიდებლად ფორტეპიანოზე უკრავდა. მალე კი, საბავშვო მაგნიტოფონზე მაიკლ ჯექსონის და სინდი ლაუპერის სიმღერებს იწერდა...

სტეფანი მანჰეტენის სკოლაში „Convent Of The Sacred Heart“, დებთან - ჰილტონ და ქეროლაინ კენედებთან ერთად სწავლობდა. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სწავლა სამხატვრო სკოლაში „Tisch School of the Arts“ განაგრძო. 14 წლის ასაკში ის ნიუ-იორკის კლუბში „Bitter End“ და სკოლის თეატრის სცენაზე „Regis High School Repertory“, ანსამბლში - „Regis Jazz Band“ მღეროდა.

2006 წელს, სტეფანი მუსიკალურ პროდიუსერთან, რობ ფუზარისთან იწყებს მუშაობას, რომელთანაც რამდენიმე პოპულარული სიმღერა - „Beautiful, Dirty, Rich“, „Dirty Ice Cream“, „Disco Heaven“ ჩაწერა. სწორედ ამ პერიოდში, იგი პირველად იყენებს ფსოვდონიმს „Lady GaGa“ (ჯგუფის „Queen“ სიმღერიდან „Radio Ga-Ga“).

პირველი კონტრაქტი ლედიმ „Def Jam“-თან გააფორმა. 2008 წელს კი, კონტრაქტს ლეიბლთან „Interscope Records“, სიმღერების ავტორის სტატუსით აფორმებს. Lady GaGa-ს მასალას ისეთი შემსრულებლები იყენებდნენ, როგორებიც არიან: „Fergie“, „Pussycat Dolls“, ბრიტნი სპირსი და „New Kids on the Block“.

სტეფანის ვოკალურ და თეატრალურ შესაძლებლობებზე დიდი გავლენა რეპერმა ეიკონმა მოახდინა. 2008 წელს სტეფანი ლოს-ანჯელესში , სადებიუტო ალბომზე „The Fame“ იწყებს მუშაობას, რომელიც კანადაში, ავსტრალიაში და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში აგვისტოში გამოვიდა.

2009 წლის 18 თებერვალს, გაგა ბრენდონ ფლაუერსთან („Killers“ და „Pet Shop Boys“) ერთად, „Brit Awards“-ის დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვიდა. სტეფანის პირველი ტურნე 2009 წლის 12 მარტს დაიწყო და კრიტიკოსების დიდი გამოხმაურება გამოიწვია

კატეგორია: lady gaga | ნანახია: 1124 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 1
1 romeo  
0
lady gaga zalian miyvars,zalian magara,mis simgerebs yoveldge,didi sixshirit vusmen,axlac am komentaris weris dros mis simgeras vusmen"judas"umagresia

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]