შაბათი, 04.05.2024, 22:31

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 19 » პლანეტის ყველაზე სექსუალური ტუჩები ანჯელინა ჯოლის აღარ ეკუთვნის
16:20
პლანეტის ყველაზე სექსუალური ტუჩები ანჯელინა ჯოლის აღარ ეკუთვნის

ანჯელინა ჯოლის სქელი ტუჩები რამდენიმე წლის განავლობაში პლანეტის ყველაზე სასურველ ტუჩებად მიიჩნეოდა და მილიონობით ქალი პლასტიკურ ქირურგიას სწორედ იმის გამო მიმართავდა, რომ მათაც ანჯელინას მსგავსი ტუჩები ჰქონოდათ. თუმცა მსახიობის ტუჩები უმრავლესობას სექსუალურად აღარ ეჩვენება. ახლა სხვა მოდაა.

ჟურნალ "In Style"-ის მიერ გამოქვეყნებულ ყველაზე ლამაზი ტუჩების რეიტინგში ანჯელინა ჯოლი მეხუთე ადგილს იკავებს.

"მისი სილამაზე მოძველდა, ხალხს ახალი იდეალები სჭირდება და ყურადღების ცენტრში სხვა მსახიობები ექცევიან, - განაცხადა ჟურნალის რედაქტორმა, - ენჯი, რომელმაც გადაწყვიტა, ყოველ წელს ახალი ბავშვი გააჩინოს და იშვილოს, ხალხს საინტერესოდ აღარ მიაჩნია, უინტერესო პერსონაჟი კი არ შეიძლება სექს-სიმბოლო იყოს".

2010 წლის ყველაზე ლამაზი ტუჩების პატრონი ინგლისელი კირა ნაიტლია, "კარიბის ზღვის მეკობრეების" 24 წლის ვარსკვლავი.

რეიტინგში მეორე ადგილი ჯესიკა ალბამ დაიკავა, მესამე კი - ბიონსემ. მეოთხე ადგილის მფლობელი სკარლეტ იოჰანსონი გახდა. ანჯელინა ჯოლი კი მეხუთე ადგილს დასჯერდა.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 1303 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]