ხუთშაბათი, 25.04.2024, 19:32

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » თებერვალი » 27 » ლედი გაგა 10 წლის ფანთან დუეტში იმღერებს
12:21
ლედი გაგა 10 წლის ფანთან დუეტში იმღერებს

10 წლის მარია არაგონი "იუთუბის" აღმოჩენად ლედი გაგას სიმღერის "Born this way" შესრულების შემდეგ იქცა. ეს სიმღერა უკვე 13 მლნ-ზე მეტმა მომხმარებელმა მოისმინა. მათ შორის, თავად ლედი გაგამაც, რომელიც მარია არაგონით იმდენად აღფრთოვანდა, რომ დუეტის ჩაწერა შესთავაზა.

"ამ გოგონას მოსმენისას ცრემლებს ვერ ვიკავებ. მარია არაგონს დიდი მომავალი აქვს", - დაწერა ლედი გაგამ "ტვიტერის" ბლოგში.

პატარა შემსრულებელი უკვე ლედი გაგასთან ერთად ტორონტოში კონცერტზე სიმღერის შესასრულებლად ემზადება: "ძალიან ვღელავ, ლედი გაგა ხომ ნამდვილი ვარსკვლავია," - აცხადებს ის.

კატეგორია: სხვა | ნანახია: 759 | დაამატა: marika_:):):)
სულ კომენტარები: 1
1 Smileyz_xato  
0
au xo ra magaria mec minda :(:(:(

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]