ორშაბათი, 23.10.2017, 16:15

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » აგვისტო » 20 » ლედი გაგა MTV-ის კონკურსზე ერთდროულად 13 ნომინაციაშია წარდგენილი
12:52
ლედი გაგა MTV-ის კონკურსზე ერთდროულად 13 ნომინაციაშია წარდგენილი



პოპ-ვარსკვლავმა ლედი გაგამ მუსიკალური ვიდეოკლიპების კონკურსზე Video Music Awards, ტელეარხ MTV-ის მაყურებელთა ვერსიით, ერთგვარი რეკორდი დაამყარა - მომღერალი ერთდროულად 13 ჯილდოზეა ნომინირებული. ИТАР-ТАСС-ის ინფორმაციით, ამის შესახებ შოუს ორგანიზატორები იუწყებიან.

ამასთან ერთ-ერთ ნომინაციაში მომღერალი ორჯერაა წარდგენილი. საუკეთესო მუსიკლაური კლიპისთვის ჯილდოს მოსაპოვებლად Bad Romance, Telephone და ლედი გაგა იბრძვიან.

აღსანიშნავია, რომ პოტენციური ჯილდოების ეს რაოდენობა ლედი გაგას "ემინემის" უკან მოტოვების შესაძლებლობას აძლევს. ამ კონკურსში "ემინემი" მხოლოდ რვა ნომინაციაზეა წარდგენილი.

თავად 24 წლის პოპ-დივა მისი შემოქმედების მიმართ ამგვარი ინტერესით ძალიან გახარებულია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მის კარიერაში ყველაზე წარმატებული შარშანდელი წელი იყო.

”პარადოქსულია, მაგრამ მე უფრო მეტად ვარ გახარებული იმით, რომ 13 ნომერი მივიღე, რომელიც უბედურების მომტანად ითვლება”, - განაცხადა ლედი გაგამ.

VMA-ისა და MTV-ის ჯილდოების გადაცემის ცერემონია 12 სექტემბერს ლოს-ანჯელესში გაიმართება.

კატეგორია: lady gaga | ნანახია: 210 | დაამატა: Lady_Gaga_N1_Fun
სულ კომენტარები: 1
1  
........ me heart lady gaga ...........

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]