შაბათი, 22.07.2017, 11:48

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 5 » ლედი გაგა შერისთან დუეტს გეგმავს
22:59
ლედი გაგა შერისთან დუეტს გეგმავს

შემსრულებლებმა ერთმანეთი ლოს-ანჯელესში, 12 სექტემბერს MTV VMA 2010-ის დაჯილდოების ცერმონიალზე გაიცნეს. შეგახსნებთ, რომ ლედიმ რვა ჯილდო მიიღო, მათ შორის მთავრი ნომინაციის „წლის საუკეთესო ვიდეო“–ს მფლობელიც გახდა. ეს ჯილდო მას მომღერალმა შერიმ გადასცა.

შერის ბიოგრაფის, მარკ ბეგოს განცხადებით, მომღერლებმა მაშინვე გამონახეს საერთო ენა, მათ აერთიანებთ გემოვნება, იუმორის გრძნობა და სექსუალური უმცირესობების მიმართ ბრძოლაში აქტიურობა“. შერიმ და ლედი გაგამ ერთობლივი კონცერტის გამართვაზეც იმსჯელეს. ისინი აგრეთვე არ გამორიცხავენ სტუდიური მასალის ჩაწერასაც.

64 წლის შერიმ კარიერის მანძილზე 25 სოლო-ალბომი ჩაწერა, რომელთა შორისაც უკანასკნელი „Living Proof“, 2001 წელს გამოვიდა. ამჟამად მომღერალი მუშაობს ახალ ფირფიტაზე, რომლის რელიზიც 2011 წლისთვის არის დაგეგმილი. 24 წლის ლედის დიკოგრაფია კი, მხოლოდ ორ ალბომს მოიცავს.

კატეგორია: lady gaga | ნანახია: 182 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]