პარასკევი, 22.09.2017, 10:59

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » სექტემბერი » 27 » ლედი გაგასა და ლუკ კარლის სამომავლო გეგმები
21:37
ლედი გაგასა და ლუკ კარლის სამომავლო გეგმები

პირველ რიგში ბინის შეძენა და ერთად ცხოვრება. მეგობრები თქმით, იგი ოჯახის შექმნასა და შვილებზე სერიოზულად ფიქრობს. ნუთუ მსოფლიოში ყველაზე სკანდალური ვარსკვლავი გონს მოეგო?

იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ერთმანეთს დაშორებისას უთხრეს, მათი "გამარჯობაც" კი წარმოუდგენელი იყო. ათასი სიბინძურით ამკობდნენ ერთმანეთს. ”ყელში ამომივიდა მისი ამ დღეში ყურება”, - ამბობდა ლუკი, როდესაც ლედი გაგას კოკაინზე დამოკიდებულების შესახებ საუბრობდა. მეტიც, ის ლედი გაგას ღალატში სდებდა ბრალს.

ეს 2006 წლის ზაფხულში მოხდა, ამ დროისთვის გაგასა და ლუკ კარლს უკვე ერთწლიანი ურთიერთობა აკავშირებდათ და ეს ურთიერთობა მთლიანად სექსზე იყო დამოკიდებული.

მათ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როცა ლედი გაგა სტეფანი ჯერმანოტა იყო და მხოლოდ ნიუ-იორკის კლუბებში იცნობდნენ. ლუკი სწორედ ერთ-ერთი ასეთი კლუბის ადმინისტრატორი იყო და როდესაც ერთხელ სცენაზე ნახევრად შიშველი ლედი გაგა დაინახა... გაცნობიდან ერთი თვის თავზე წყვილი ერთად გადავიდა საცხოვრებლად.

”ლუკთან არ მოიწყენ, იგი ისეთი ცხელია, რომ ბინაში შიშველი დავდივარ, ჩაცმას აზრი არ აქვს”, - ამბობდა ლედი გაგა.

თუმცა გაგა ცდებოდა, მის ”ბოიფრენდს” მასთან მხოლოდ სექსი არ აინტერესებდა. ლედი გაგას კლასელის მორენ კალაჰანის თქმით, რომელმაც მომღერალზე ორი წიგნი დაწერა და ფაქტობრივად მისი ბიოგრაფი გახდა, ლუკი სტეფანის, პირველ ყოვლისა, თავისი ნიჭისა და პერსპექტიულობის გამო აფასებდა.

არც მთლად უანგაროდ! როდესაც მისი პარტნიორი ვარსკვლავი გახდებოდა (და რომ აუცილებლად გახდებოდა, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა), მის წინ ყველა კარი გაიღებოდა, რაც მისი ბიზნესისთვის მისწრება იყო.

ლუკი ბრაზობდა, როდესაც სტეფანი მუშაობდა, რადგან ისინი თითქმის ვეღარ ხედავდნენ ერთმანეთს, ხოლო მას შემდეგ, რაც მისი მიდრეკილების შესახებ გაიგო, დეპრესიაში ჩავარდა. ასე რომ, დაშორების ინიციატორი ლუკი იყო.

სტეფანისათვის პროდიუსერ რობ ფიუზარისთან მუშაობა, რომელმაც მისგან ლედი გაგა შექმნა, უმძიმესი პერიოდი დაიწყო.

მასთან სექსუალური კავშირის შესახებ მომღერალი თავად ყვებოდა, თუმცა ამ კავშირის გარდა, იყო ბევრი სხვაც. ლედი გაგა თავისი კოლექტივის ყველა წევრთან იწვა.

ფიუზერის შემდეგ მისი რჩეული სწორედ ის d.j სტარლაიტი გახდა, რომელმაც მას ლუკი გააცნო. ”აღმოჩნდა, რომ ქალთან სექსი უფრო მაგარია და ახლა, როდესაც მე რომელიმე მამაკაცთან მძინავს, მაინც ქალზე ვფიქრობ”, - ამბობდა ლედი გაგა.
ლედის კიდევ ბევრთან ქონდა კავშირი და თუ ჭორებს დავუჯერებთ, გაგას საწოლში ნახევარი ამერიკაა მოხვედრილი.

და აი, უცებ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის მსგავად, ლედი გაგა მის ”ყოფილს” დაუბრუნდა. პაპარაცებმა წყვილი ტეხასში მომღერლის რანჩოზე გამოიჭირეს, მაშინ როდესაც ისინი აუზში ბანაობდნენ და ერთმანეთს მგზნებარედ კოცნიდნენ.

ჟურნალისტებმა ისიც გაარკვიეს, რომ ამ მომენტამდე ლედი გაგამ თავად დაურეკა ყოფილ შეყვარებულს და კალათბურთის თამაშზე დაპატიჟა, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ლუკი სხვა ქალს ხვდებოდა. ამას რამდენიმე ელიტარულ წვეულებაზე მათი ერთად გამოჩენა მოჰყვა და აი, ახლა - ტეხასი და აუზი.

წყვილი ერთად ყოფნაზე კომენტარს არ აკეთებს, სამაგიეროდ გაგას მეგობრები ამბობენ, რომ ლუკთან საუბრისას მას ლედი ”საყვარელოთი” მიმართავს.

მართლაც, "ერთადერთი ვისაც ლედი ნამდვილად უყვარდა, ლუკი იყო. მართალია ანგელოზი არც ისაა, მაგრამ გაგას ყოველთვის დედოფალივით ექცეოდა”, - ჰყვება მომღერლის ერთ-ერთი უახლოესი ნაცნობი.

გაგას ექს-მენეჯერს კი სჯერა, რომ ლედი გონს მოეგო: ”გაგამ ლუკთან შერიგებით ცხოვრებაში ყველაზე სწორი არჩევანი გააკეთა”.

გაგა და ლუკი გასულ კვირას ნიუ-იორკის უძრავი ქონების ერთ-ერთ სააგენტოში იმყოფებოდნენ. სააგენტოს თანამშრომელმა კი დაადასტურა, რომ წყვილი ბინას ეძებდა.

ერთადერთი, ვინც გაგასა და ლუკის ურთიერთობას სკეპტიკურად უყურებს, ლუკის დედა - კარლა მელინდაა, რომელიც თავად ხედავდა, როგორ განიცდიდა მისი ვაჟი გაგასთან განშორებას.

”მათი ურთიერთობის წარმატების არ მჯერა, არ მინდა ჩემს შვილზე ზეწოლა მოვახდინო და ამის გამო საერთოდ არ ვესაუბრები პირად ცხოვრებაზე, თუმცა წინათგრძნობა ძალზედ უსიამოვნო მაქვს. ზედმეტად არაადეკვატურია ეს ლედი. იგი ლუკს, როგორც უსარგებლო ნივთს ისე მოექცა. არა მგონია, რომ გაგა ძალიან შეიცვალა.”

კატეგორია: lady gaga | ნანახია: 310 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 1
1  
......... o am qals vin ekitxeba ....... es luci ar iyo lady gagas ro dashorda da mere 32 milions stxovda? ........ ro gaanadgrura chemi qali da su ro miatova yvelam am qals ra auwuwnebs ver gagvige ......... miliardeli rdzali eyoleba da tan lady agga popis dedopalia ...... erti es qali macemina ........ smile heart heart heart sad

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]