ორშაბათი, 11.12.2017, 12:15

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 19 » ლეონარდო დი კაპრიოს კანადელი ქალბატონი თავს დაესხა
16:33
ლეონარდო დი კაპრიოს კანადელი ქალბატონი თავს დაესხა

ლოს-ანჯელესის უზენაესმა სასამართლომ კანადელ არეტა უილსონს, რომელსაც ლეონარდო დი კაპრიოზე თავდასხმა ედება ბრალად, მსახიობთან 457 მეტრის ფარგლებში მიახლოება აუკრძალა, იტყობინება ”ინტერფაქსი”.

გარდა ამისა, 40 წლის ქალბატონს მსახიობთან ნებისმიერი სახის კონტაქტი ეკრძალება.

მოსამართლე ჰილარი მერიტის გადაწყვეტილებით, ქალბატონი სასამართლოში 11 აგვისტოს უნდა გამოცხადდეს. მოსამართლემ უილსონს თავდაპირველად 60 ათასი დოლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა, შემდეგ კი ეს თანხა 150 ათასამდე გაზარდა.

2005 წელს ჰოლივუდში, ერთ-ერთ კერძო წვეულებაზე უილსონი დიკაპრიოს თავს დაესხა და მსახიობი ლუდის გატეხილი ბოთლის ნამსხვრევით დაჭრა. საავადმყოფოში მსახიობს სახეზე და კისრის მიდამოში რამდენიმე ნაკერი დაადეს.

პოლიციის მონაცემებით, უილსონს დი კაპრიო თავის ყოფილ საყვარელში შეეშალა.

მოგვიანებით მსახიობმა პოლიციაში საჩივარი შეიტანა, რის შემდეგაც აშშ-ის სამართალდამცავმა ორგანომ კანადელის დაკავების ორდერი გასცა. დი კაპრიოზე თავადასხმის შემდეგ უილსონი კანადაში დაბრუნდა, თუმცა მოგვიანებით მას აშშ-ში ექსტრადაცია გაუკეთეს.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 345 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]