ოთხშაბათი, 26.07.2017, 19:38

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » მელ გიბსონი თავის მოკვლას ცდილობდა
20:46
მელ გიბსონი თავის მოკვლას ცდილობდა
[c]

მელ გიბსონი თავის მოკვლას ცდილობდა, ამასთან, საკმაოდ უჩვეულო ხერხით - იგი პოლიციელს აიძულებდა, მისთვის ესროლა. სწორედ ასე ახსნა მსახიობის ახლო მეგობარმა გიბსონის ანტისემიტური სკანდალი. გიბსონმა ებრაელ პოლიციელს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. პოლიციელმა გიბსონი მაშინ გააჩერა, როცა ის საჭეს მთვრალ მდგომარეობაში მართავდა.

როგორც ჟურნალ "Vanity Fair"-ს, ჰოლივუდის სცენარისტმა პიტერ ბისკაინდმა განუცხადა, გიბსონს პოლიციელის შეურაცხყოფა არ სურდა. მას უბრალოდ მისი გაღიზიანება უნდოდა, რომ პოლიციელს მისთვის ესროლა. მას შემდეგ, რაც გიბსონს ოჯახური ცხოვრება დაენგრა, მას "სიკვდილი პოლიციელის ხელით სურდა". გიბსონი ყოფილმა ცოლმა, რობინმა ის სახლიდან ლოთობისა და ღალატის გამო გამოაგდო. ამას გრიგორიევასთან დაკავშირებული უსიამოვნება დაერთო.

"პოლიციელის ხელით სიკვდილი" აშშ-ში სუიციდის გავრცელებული ფორმაა. სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანები, პოლიციას პროვოცირებას უკეთებენ. გიბსონი საჭესთან მთვრალი იმიტომაც დაჯდა, რომ პოლიციას გაეჩერებინა, ხოლო როდესაც მათ დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვეს, გიბსონმა ოფიცერი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია და განაცხადა, რომ " ებრაელები მსოფლიოში ყველა ომში დამნაშავენი არიან".

მსახიობის მეგობრის თქმით, იმ ღამეს ვიდრე გიბსონი მანქანაში ჩაჯდებოდა, ის ყველას გამოემშვიდობა. მსახიობი მეგობრებთან ერთად ვახშმობდა. მოგვიანებით გიბსონმა თავისი შურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო ტელევიზიით ბოდიშიც მოიხადა.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.[/c]

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 171 | დაამატა: marika_:):):)
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]