სამშაბათი, 27.06.2017, 22:07

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 19 » მელ გიბსონისგან მისმა მეუღლემ ”ხელშეუხებლობის” გარანტია მიიღო
16:50
მელ გიბსონისგან მისმა მეუღლემ ”ხელშეუხებლობის” გარანტია მიიღო

ჰოლივუდის მსახიობ მელ გიბსონის ყოფილმა შეყვარებულმა სასამართლოში ”ხელშეუხებლობის” დოკუმენტი გააფორმა.

აქსანა გრიგორევა იძულებული იყო ეს ნაბიჯი გადაედგა, რადგან გიბსონი მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, სასამართლოსგან მიღებული საბუთი კი მისთვის უსაფრთხოების გარანტიაა, - წერს ჟურნალი ”კომსომოლსკაია პრავდა” გიბსონების ოჯახის მეგობრის, რობინის სიტყვებზე დაყრდნობით.

თუმცა ამერიკული პრესა საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ”ხელშეუხებლობის” გარანტია არა გრიგორევამ, არამედ გიბსონმა მიიღო.

”სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქმის დეტალების გამჟღავნება სასტიკად აკრძალულია, თუმცა შეუძლებელია ამგვარი სიცრუე უკომენტაროდ დარჩეს”, - განაცხადა რობინმა.

გრიგორევასა და გიბსონს სასამართლოში ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებითაც მოუწევთ დავა.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 140 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]