ხუთშაბათი, 28.03.2024, 14:21

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » მარტი » 10 » მიქელანჯელოს ”დავითი” შესაძლოა განადგურდეს
16:00
მიქელანჯელოს ”დავითი” შესაძლოა განადგურდეს

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სკულპტურა, ან სხვა ადგილზე უნდა გადაიტანონ, ან განადგურდება. მიქელანჯელოს ”დავითი”, შესაძლოა, ფლორენციაში მიწისქვეშა სარკინიგზო ხაზის მშენებლობამ დააზიანოს.

როგორც ”ტელეგრაფი” იუწყება, სკულპტურას პატარა ბზარები უკვე გაუჩნდა. ამ ზაფხულს კი ფლორენციაში მიწისქვეშა რკინიგზის მსხვილმასშტაბიანი მშენებლობა უნდა დაიწყოს. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ვიბრაცია ძეგლს კიდევ უფრო დააზიანებს.

იმის გამო, რომ 1.4 მლრდ ევროიანი პროექტის მშენებლობის გაუქმება ნაკლებსავარაუდოა, ხელოვნებათმცოდნენი გამოვიდნენ წინადადებით, სკულპტურა სპეციალურად მისთვის შექმნილ მუზეუმში გადაიტანონ. ძეგლი მშენებლობისგან რაც შეიძლება შორს უნდა იყოს.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ბზარების გაჩენის მიზეზი არცთუ ხარისხიან მარმარილოს უკავშირდება, რომლითაც მიქელანჯელომ ”დავითი” შექმნა.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 1453 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]