სამშაბათი, 25.07.2017, 07:37

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ნატალი პორტმანი გალიანოს კაბებს აღარ ჩაიცვამს
19:50
ნატალი პორტმანი გალიანოს კაბებს აღარ ჩაიცვამს

ებრაელმა მსახიობმა ნატალი პორტმანმა, რომელმაც 27 თებერვალს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის "ოსკარი" მიიღო, ანტისემიტსიზმში ბრალდებული დიზაინერი ჯონ გალიანო გააკრიტიკა.

"ჯონ გალიანოს გამონათქვამებით აღშფოთებული და შეძრული ვარ. ვამაყობ საკუთარი ეროვნებით და ამიერიდან ბატონ გალიანოსთან აღარასდროს ვითანამშრომლებ. ვიმედოვნებ, რომ ეს უსახური ინციდენტი საზოგადოებას ანტისემიტიზმთან ბრძოლის აუცილებლობას შეახსენებს", - განაცხადა მსახიობმა.

შეგახსნებთ, რომ ამჟამად 29 წლის ოსკაროსანი მსახიობი პარიზში იმყოფება. ის Christian Dior-ის სახეა და სუნამო Dior Cherie-ს რეკლამას უკეთებს.

ჟურნალისტების თქმით, პორტმანის განცხადება გალიანოს იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიზაინერის თავზე შავი ღრუბლები შეიყარა.

კატეგორია: სხვა | ნანახია: 168 | დაამატა: marika_:):):)
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]