სამშაბათი, 23.04.2024, 09:44

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » მარტი » 4 » ”ოსკარის” ტელერეიტინგი 10% -ით დაეცა
14:15
”ოსკარის” ტელერეიტინგი 10% -ით დაეცა

”ოსკარის” დაჯილდოების ცერემონია 37.6 მილიონმა ადამიანმა ნახა. ეს შარშანდელთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. მიუხედავად ამისა, ”ოსკარის ” წლევანდელი რეიტინგი 2008-2009 წლების რეიტინგთან შედარებით მაინც მაღალია.

სპეციალისტების აზრით, ასეთი დაბალი მაჩვენებელი ძირითად ნომინაციებში კონკურენციის არარსებობამ გამოიწვია. ცერემონიის დაწყებამდე, მაყურებლების უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ ძირითად ნომინაციებში ”მეფის სიტყვა” გაიმარჯვებდა.

კრიტიკა დაიმსახურეს ცერემონიის წამყვანებმა, მავანმა ღონისძიებას ”მოსაწყენი და უინტერესო” უწოდა. თუმცა ავტორიტეტულმა გამოცემა ”Entertainment Weekly”-იმ წამყვანები პოზიტიურად შეაფასა.

”ოსკარის” დაჯილდოების ცერემონია 27 თებერვალს, ლოს-ანჯელესში, ”კოდაკის” თეატრში გაიმართა. ცერემონიის ტრიუმფატორი გახდა ფილმი ”მეფის სიტყვა”. მან ოთხი ”ოსკარი” მიიღო.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 743 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]