პარასკევი, 15.12.2017, 22:56

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » სექტემბერი » 27 » პენელოპა კრუსი იანვარში დედა გახდება
21:50
პენელოპა კრუსი იანვარში დედა გახდება

როგორც ჩანს, საქართველოსთან შედარებით ბევრად უფრო ცივილიზებულ და განვითარებულ ქვეყნებშიც ქორწინდებიან ქალის ორსულობის გამო. სწორედ ამ მიზეზით შეუღლებულან ცნობილი ესპანლი მსახიობები - პენელოპა კრუსი და ხავიერ ბარდემი.
მათი ქორწილი მაისში ბაჰამის კუნძულებზე სრულიად გასაიდუმლოებულ ვითარებაში შედგა. მაშინვე გავრცელდა ხმები, რომ ეს გადაწყვეტილება წყვილმა პენელოპას ორსულობის გამო მიიღო. ჭორები სულ ცოტა ხნის წინ კრუსის წარმომადგენელმა დაადასტურა.

პენი ბავშვს იანვარში ელოდება. მისი სქესი ჯერჯერობით პრესისათვის ცნობილი არ გამხდარა.

მომავალი დედიკო ამჟამად ”კარიბის ზღვის მეკობრეების” მეოთხე ნაწილზე მუშაობას ასრულებს. თუმცა, მშობიარობის შემდეგ 36 წლის ოსკაროსან ვარსკვლავს მცირე შვებულების აღება მოუწევს.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 526 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]