ხუთშაბათი, 28.03.2024, 16:01

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ფეხმძიმე ვიქტორია ბექჰემი ”ვოგისთვის” გაშიშვლდება
20:28
ფეხმძიმე ვიქტორია ბექჰემი ”ვოგისთვის” გაშიშვლდება

ვიქტორია ბექჰემი ჟურნალ "ვოგისთვის" გაშიშვლდება.

პოშ სპაისმა "ვოგის" რედაქტორთან ანა უინტორთან ამ საკითხზე მოლაპარაკება უკვე დაიწყო და დადებითი პასუხიც მიიღო.

უინტორის თქმით, ორსული ვარსკვლავების გადაღების იდეა მისი ჟურნალის სტილი არ არის, მაგრამ ვიქტორიას შემთხვევაში, ამ ნაბიჯის გადადგმას გამართლებულად მიიჩნევს. "ის ხომ ძალიან გლამურული ქალია. აუცილებლად შევძლებთ მისი ორსულობის "ვოგის" შესაფერისად, მოდურად წარმოჩენას. ვიქტორიას სურს დაამტკიცოს, რომ ის ფეხმძიმეც სექსუალურია", - ამბობს უინტორი.

ფეხმძიმე ვარსკვლავის გაშიშვლების პირველი პრეცენდენტი 1991 წელს მოხდა, როცა 7 თვის ორსული დემი მური ფილმ "სტრიპტიზში" გაშიშვლდა და ცეკვისას ყველა ილეთი დუბლიორის გარეშე, წარმატებით შეასრულა.

მომზადებულია www.digitalspy.co.uk-ის მიხედვით.

კატეგორია: სხვა | ნანახია: 1130 | დაამატა: marika_:):):)
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]