ორშაბათი, 11.12.2017, 12:17

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » თებერვალი » 28 » "მეფის სიტყვამ" სამი ოსკარი მიიღო
15:27
"მეფის სიტყვამ" სამი ოსკარი მიიღო

ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოს გადაცემის 83-ე ცერემონიაზე პრიზი წლის საუკეთესო ფილმისთვის ბრიტანულ ნამუშევარს "მეფის სიტყვას" გადაეცა. "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, საუკეთესო რეჟისორის ტიტულიც ამავე ფილმის რეჟისორს ტომ ჰუპერს ერგო. წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდოც, ფილმში ბრიტანელი მონარქის გეორგ VI-ის როლის შემსრულებელს კოლინ ფერსს გადაეცა.

ფილმი, რომლის გაქირავების შედეგად კინოკომპანიამ 230 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, "ოსკარის" 12 კატეგორიაში იყო წარდგენილი.
ცოტა ხნის წინ "მეფის სიტყვამ" რამდენიმე პრესტიჟული კინემატოგრაფიული პრემია მიიღო, მათ შორის ბრიტანული კინემატოგრაფიული და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიის ჯილდოც.

წლევანდელი "ოსკარი" წლის საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში - ნატალი პორტმანმა მიიღო, რომელმაც დარენ არონოვსკის "შავ გედში" ბალერინას როლი შეასრულა.

ჯილდო საუკეთესო დოკუმენტური ნამუშევრისთვის მიიღო მსოფლიო საფინანსო კრიზისზე გადაღებულმა ნამუშევარმა "შინაგანი საქმე". ჯილდოს მიღების დროს ფილმის ავტორმა ჩარლზ ფერგიუსონმა აღნიშნა, რომ ამ დრომდე საფინანსო კრახში დამნაშავე არც ერთი ბანკირი ციხეში არ ჩაუსვამთ.

ჯილდოები საუკეთესო სპეცეფექტებისათვის, ოპერატორული ნამუშევრისათვის, მონტაჟისა და ხმისთვის მიიღო ქრისტოფერ ნოლანის "დასაწყისმა", "სოციალურ ქსელს" კი "ოსკარი" საუკეთესო საუნდტრეკისთვის, ადაპტირებული სცენარისა და საუკეთესო მონტაჟისთვის ერგო.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 161 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]