პარასკევი, 29.03.2024, 18:55

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » მარტი » 5 » ყველაზე თმიანი გოგო მსოფლიოში
13:34
ყველაზე თმიანი გოგო მსოფლიოში


ტაილანდელი სუპარტე სასუფანი 10 წლისაა. ის უკვე მოხვდა რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე თმიანი გოგონა მსოფლიოში.

სუპარტეს ბავშვობიდან დასცინოდნენ. ის მიჩვეულია მიმართვის ისეთ ფორმებს, როგორიცაა ”თმიანი”, ”მაიმუნი”.

დიდი ხნის განმავლობაში, ჭარბი თმა გოგონას მხედველობასა და სუნთქვაში ხელს უშლიდა. ახლა კი ამბობს, რომ შეეჩვია.

”ბედნიერი ვარ, რომ გინესის წიგნში შევედი. მსოფლიოში უამრავი ადამიანი იღწვის ამ წარმატებისთვის, მე კი მხოლოდ რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა დამჭირდა”, - განაცხადა გოგონამ.

სატელევიზიო ინტერვიუში სუპარტე საკუთარ თავზე ყვება. ამბობს, რომ ჭარბი თმა დისკომფორტს არ უქმნის და მეტიც, მას ვეღარც კი გრძნობს.

გოგონას ყველაზე თმიანი სახე და ზურგი აქვს.

კატეგორია: სხვა | ნანახია: 1039 | დაამატა: marika_:):):)
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]